USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
მერიის განცხადება - ჩამოიშალა ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი
Date:  461

გაცნობებთ, რომ ჩამოიშალა ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way