USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერებში შესყიდვის ღირებულება 20.1 მლნ ლარიდან 30.4 მილიონ ლარამდე გაზარდა
Date:  768

თბილისის მერიამ აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერებში შესყიდვის ღირებულება გაზარდა.

დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით 3 მონაკვეთზე ტენდერები გასული წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 1 იანვარს დაიწყო და 6 იანვარს უშედეგოდ დასრულდა. ბიზნესი სამუშაოების შესრულებით არ დაინტერესდა. თუ თავდაპირველად, სამივე ტენდერის ჯამური ღირებულება 20.1 მლნ ლარი იყო, განმეორებითი ტენდერებით მერია ბიზნესს სამუშაოების დაფინანსებას 30.4 მილიონი ლარის ფარგლებში სთავაზობს.

ტენდერის პირობების მიხედვით, წერეთლის გამზირის პირველი - ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის შესყიდვის საწყისი ღირებულება 6 075 237 ლარი იყო და 8 889 150 ლარამდე, მეორე - გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის შესყიდვის ფასი 8 592 298 ლარიდან 13 021 525 ლარამდეგაიზარდა, ხოლო სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობის საწყისი ფასი, ახალ ტენდერში, 8 542 914 ლარია, ნაცვლად 5 515 779 ლარისა.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიისთვის 2023 წელს გაწერილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელისა და გარეგანათების სისტემის მოწყობას მოიცავს და მისი ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 2023 წელს 25 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way