USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
მერიამ ელექტროდამტენების $8.6 მილიონის აუქციონი გამოაცხადა
Date:  901

თბილისის მერია აუქციონებს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც 198 ლოკაციაზე განთავსდება - შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ დღეს გააკეთა. დღესვე თბილისის მერიის ქონების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამი აუქციონი, რომლებიც აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 198 მიწის ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს. იჯარის ხანგრძლივობა 10 თვე იქნება.

თითოეულ მისამართზე არანაკლებ 30 კილოვატ საათზე გათვლილი დამტენები უნდა განთავსდეს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ თითოეულ აუქციონში სულ 66 მიწის ნაკვეთი არის გამოტანილი (ჯამში 198 ნაკვეთი), აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფართობი კი 1 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თითოეული აუქციონის საწყისი ფასი 43,560 ლარს შეადგენს.

აუქციონის თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება თითოეულ ლოკაციაზე 1 დამტენი განათავსოს, ხოლო ინვესტორის მოთხოვნით შესაძლებელი იქნება ნაკვეთზე 2 დამტენიც დამონტაჟდეს.

აუქციონი 20 დღეს გასტანს - ლოტი 1ლოტი 2ლოტი 3.

სად განთავსდება ელექტროდამტენები - მისამართები:

# ელექტროდამტენების მისამართები
1 გიორგი ქუჩიშვილის ქუჩა N9-ის მიმდებარედ
2 ლევან მიქელაძის ქუჩა N1-ის
მიმდებარედ
3 გიორგი ახვლედიანის ქუჩა N23-ის
მიმდებარედ
4 ი. აბაშიძის ქუჩა 35-41-ის
მიმდებარედ
5 ბარნოვის ქ. N67-71-ის მიმდებარედ
6 გოგებაშვილის ქ. N37-ის
მიმდებარედ
7 ქუჩა თაბუკაშვილი, N51-ის
მიმდებარედ
8 ჭონქაძის ქუჩა N22-ის მიმდებარედ
9 შევჩენკოს ქუჩა N1-ის მიმდებარედ
10 სანაპიროს ქუჩა N4-ის მიმდებარედ
11 გალაქტიონ ტაბიძის ქ N24
12 ვ. გორგასალი, ფერდობი 1-ის
მიმდებარედ
13 მოედანი ევროპის, მიმდებარედ
14 აბაშიძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ
15 ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N24
16 გამზირი ვაჟა-ფშაველა, N49,
17 კანდელაკის ქუჩა N55
18 ნუცუბიძის ქუჩა, N26-ის
მიმდებარედ
19 ვაჟ-ფშაველას გამზირი, N2-4-ის
მიმდებარედ
20 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, N14-
ის მიმდებარედ
21 ქუჩა მიცკევიჩი, N18-ის მიმდებარედ
22 ქუჩა ქუთათელაძე, 3-ის მიმდებარედ
23 ქუჩა გურამ ფანჯიკიძე N22-ის
მიმდებარედ
24 კონსტიტუციის ქუჩა N17-ის
მიმდებარედ
25 ზესტაფონის ქუჩა N8-ის
მიმდებარედ
26 მოსკოვის გამზირი, II კვარტალი,
კორპუსი N1-ის მიმდებარედ
27 გონაშვილის და მესხიშვილის
ქუჩების გადაკვეთასთან
28 გიორგი მაზნიაშვილის ქ. N16-16ა
მიმდებარედ
29 იროდიონ ევდოშვილის ქუჩა N19-ის
მიმდებარედ
30 ქუჩა ჩარგალი N67-ის მიმდებარედ
31 წერეთლის გამზირსა და
სამტრედიის ქუჩის გადაკვეთაზე
32 ქუჩა თევდორე მღვდელი, N46-ის
მიმდებარედ
33 გვეტაძის ქუჩა N8-ის მიმდებარედ
34 გამზირი ჭავჭავაძე, N25 მიმდებარედ
35 ი. აბაშიძის ქუჩა N28-66-ის
მიმდებარედ
36 ი. აბაშიძის ქუჩა N24-ის მიმდებარედ
37 აბაშიძის ქუჩა N55-79-ის
მიმდებარედ
38 ქუჩა მცხეთა N8-ის მიმდებარედ
39 გამზირი ილია ჭავჭავაძე, N32-ის
მიმდებარედ
40 ფალიაშვილის ქუჩა N33ა-ს
მიმდებარედ
41 ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა N43-ის
მიმდებარედ
42 ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, N94-ის
მიმდებარედ
43 ილო მოსაშვილის ქუჩა N3-ის
მიმდებარედ
44 თევდორე მღვდლის ქუჩა N10-ის
მიმდებარედ
45 ჩაჩავას ქუჩა N4-ის მიმდებარედ
46 დიდი დიღმის დასახლება III
მიკრო/რაიონი, კორპუსი N3-ის მიმდებარედ
47 ჭყონდიდელის ქუჩა N20, კორპუსი
N1-ის მიმდებარედ
48 გარეჯის ქუჩა 1-ის მიმდებარედ
49 ვარკეთილის 4 მიკრო
50 დასახლება მუხიანი, ქუჩა იოსებ
ნონეშვილის მიმდებარედ
51 დავით ჯაბიძის ქუჩა N38-ის
მიმდებარედ
52 სოფელ დიღომში, დიდი დიღომის
მიმდებარედ
53 მარიჯანის ქ. N4-ის მიმდებარედ
54 ჩიქოვანის ქუჩა N4-6-8-10-ის
მიმდებარედ
55 თამარაშვილის ქუჩა N21-ის
მიმდებარედ
56 სულხან ცინცაძის ქუჩა N49-ის
57 ნუცუბიძის IV მ/რ, კორპუსი N7-ის
მიმდებარედ
58 ბესარიონ ჟღენტის ქუჩა N7-ის
მიმდებარედ
59 პეტრე ქავთარაძის ქუჩა N22-ის
მიმდებარედ
60 გამსახურდიას გამზირი N2-ის
მიმდებარედ
61 ნიკიფორე ირბახის ქუჩა N17-ის
მიმდებარედ
62 დიმიტრი უზნაძის ქუჩა N37-ის
მიმდებარედ
63 საქართველოს ერთიანობისთვის
მებრძოლთა ქუჩის მიმდებარედ
64 მასივი III
65 კახეთის გზატკეცილი N36-ის
მიმდებარედ
66 მიშველაძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ
67 სარაჯიშვილის გამზირი N27-ის
მიმდებარედ
68 დავით აღმაშენებლის ხეივანი N64-
ის მიმდებარედ
69 რკინიგზის ცენტრალური ვაგზლის
მიმდებარედ
70 ამაღლების ქუჩა
71 ქუჩა ვეკუას, N3 მიმდებარედ
72 ლესია უკრაინკას ქუჩა
73 წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი, კორპუსი N2-ის
მიმდებარედ
74 თორნიკე ერისთავის ქუჩა N16-ის
მიმდებარედ
75 პ. გამყრელიძის ქუჩა N10-ის
მიმდებარედ
76 ქუჩა უზნაძე N19-ის მიმდებარედ
77 გია გულუას ქუჩა
78 კოტე აფხაზის ქუჩა
79 აკაკი წერეთლის გამზირი,
სტადიონის მიმდებარედ
80 ფარნავაზ მეფის გამზირი N39 N41-ის
მიმდებარედ
81 დიდი დიღომი, მ/რ III, მე-15
კორპუსის მიმდებარედ
82 ზღვისუბნის დასახლება XI მ/რ, I
კვარტლის მიმდებარედ
83 გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა N38-ის
მიმდებარედ
84 ვიქტორ დოლიძის ქუჩა, კორპუსი
N10-ის მიმდებარედ
85 ნუცუბიძის II მ/რ, 4 კვ, კორპუსი N2-
ის მიმდებარედ
86 მიცკევიჩის ქუჩა N20-ის მიმდებარედ
87 ბახტრიონის ქუჩა N18-ის
მიმდებარედ
88 მიცკევიჩის ქუჩისა და პეკინის ქუჩის
გადაკვეთაზე
89 ჯავახიშვილის ქუჩა N102-ის
მიმდებარედ
90 წინანდლის ქუჩა N23-ის
მიმდებარედ
91 სამრეკლოს ქუჩა N26-ის
მიმდებარედ
92 მარშალ იოზეფ პილსუდსკის
გამზირი N9-ის მიმდებარედ
93 მოსაშვილის ქუჩა N7-ის მიმდებარედ
94 ფალიაშვილის ქუჩა N35-ის
მიმდებარედ
95 მერაბ კოსტავას ქუჩა N45ბ-ს
მიმდებარედ
96 დასახლება ვარკეთილი-3, I მ/რ,
სუხიშვილის ქუჩა
97 არსენას ქუჩა N18-20-ის მიმდებარედ
98 გრიბოედოვის ქუჩა N32-ის
მიმდებარედ
99 მოედანი კოლმეურნეობა, „პირიმზე“-
ს მიმდებარედ
100 ქინძმარაულის და მარელის ქუჩების
გადაკვერთა
101 ვაჟა-ფშაველას გამზირი, N2-6-ის მიმდებარედ
102 ნუცუბიძის ქუჩა N27-ში
103 ქუჩა სანდრო ეული, N20-ის
მიმდებარედ
104 ალ. ყაზბეგის გამზირი, N26გ-ის
მიმდებარედ
105 ყაზბეგის გამზირი N18-ის
მიმდებარედ
106 ბუდაპეშტის ქუჩა, N11-ის
მიმდებარედ
107 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, N12-
ის მიმდებარედ
108 ერეკლე ტატიშვილის ქუჩა N32-34-ის
მიმდებარედ
109 არნოლდ ჩიქობავას ქუჩა N34-ის
მიმდებარედ
110 კეკელიძის ქუჩა N15-ის მიმდებარედ
111 თ. იოსებიძის ქუჩა N57-ის
მიმდებარედ
112 ქუჩა ბოჭორმის, N25-ის
მიმდებარედ
113 შესახვევი წულუკიძის II, N8-ის
მიმდებარედ
114 მიხეილ გახოკიძის ქუჩა, N26-ის
მიმდებარედ
115 თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N22-ის
მიმდებარედ
116 ვარკეთილი, 4 მიკრო რაიონი
117 გამზირი აკ. წერეთელი, N128-ის
მიმდებარედ
118 გამზირი აკ. წერეთელი, N77ა-ს
მიმდებარედ
119 კერესელიძის ქუჩა N8
120 სტანისლავსკის ქუჩა N5
121 ქუჩა თამარაშვილი, N1, მიმდებარედ
122 მიშველაძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ
123 შოთა იამანიძის ქუჩა N1-ის
მიმდებარედ
124 ვ. ბაგრატიონის ქუჩა N58-ის
მიმდებარედ
125 აბაშიძის ქ. N68-72 მიმდებარედ
126 ქუჩა ი. აბაშიძე N68-72-ის
მიმდებარედ
127 ქუჩა ი. აბაშიძე N28-66-ის
მიმდებარედ
128 ი. აბაშიძის ქუჩა N2-20-ის
მიმდებარედ
129 მცხეთის ქუჩა N20/მცხეთის I
შესახვევი N3-ის მიმდებარედ
130 ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა N53-ის
მიმდებარედ
131 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44-
ის მიმდებარედ
132 ი. ჭავჭავაძის გამზირი,
„ლეჩკომბინატი“-ს მიმდებარედ
133 მუხიანის დასახლება, ნოდარ
დუმბაძის ქუჩა
134 ლამის ქუჩა III, N15-ის მიმდებარედ
135 ღვინის აღმართი N8-ის მიმდებარედ
136 აწყურის ქუჩა, N3-ის მიმდებარედ
137 თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, კორპ. N12-
ის მიმდებარედ
138 ვარკეთილი, ზემო პლატო, 48-ის
მიმდებარედ 1 კვ.მ
139 გამზირი აკაკი წერეთლი, N12ა,
მიმდებარედ
140 სტანისლავსკის ქუჩა N9-ის
141 ქუჩა სპირიდონ კედია, N4-ის
მიმდებარედ
142 ჭავჭავაძის გამზირი N37დ-ს
მიმდებარედ
143 მიშველაძის ქუჩა N4-ის მიმდებარედ
144 ქუჩა ი. აბაშიძე, N28-66-ის
მიმდებარედ
145 ი. აბაშიძის ქუჩა N2-20-ის
მიმდებარედ
146 ბარნოვის ქუჩა N82-ის მიმდებარედ
147 ფალიაშვილის ქუჩა N25-ის
მიმდებარედ
148 დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა N2/27-
ის მიმდებარედ
149 გამზირი ი. ჭავჭავაძე, N74/11-ის
მიმდებარედ
150 გულიას ქუჩა N1-ის მიმდებარედ
151 კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ
152 ჩარგლის ქუჩა N40-ის მიმდებარედ
153 ნუცუბიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ
154 ანაპის ქუჩა, 414-ე დივიზია, N16-ის
მიმდებარედ
155 იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა N21-ის
მიმდებარედ
156 მიცკევიჩის ქუჩა N29-29ა-ს
მიმდებარედ
157 ალ. ყაზბეგის გამზირი, N36-ის
მიმდებარედ
158 მიცკევიჩის ქუჩა N14-ის
მიმდებარედ
159 ვაჟა-ფშაველას I შესახვევი N3-ის
მიმდებარედ
160 დასახლება ვარკეთილი-3,
მიკრო/რაიონი I, დ. ალექსიძის ქ. კორპ. N31-ის მიმდებარედ, თარგი 2
161 გორგასლის ქუჩის დასაწყისში (ალიევის სახელობის სკვერიდან
ბალნეოლოგიურ კურორტამდე)
162 კერკელიძეს ქუჩა N4-ის მიმდებარედ
163 შანიძის ქუჩა N32-ის მიმდებარედ
164 ზანდუკელის ქ. 2
165 აბასთუმნის ქუჩა, N10-ის
მიმდებარედ
166 მცხეთის ქუჩა N24-ის მიმდებარედ
167 გრიბოედოვის ქუჩა N5-ის
მიმდებარედ
168 მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპირო,
სასტუმრო „ამბასადორის“ მიმდებარედ
169 პუშკინის ქუჩა N2-4-ის მიმდებარედ
170 ქართველიშვილის ქუჩა
რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ
171 ვაჟა-ფშაველას V კვარტალი, კორპ.
N4-ის მიმდებარედ
172 ნუცუბიძის ქუჩა, კვარტალი II,
კორპუსი N7-ის მიმდებარედ
173 დიღმის მასივი III კვარტალი, ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ
174 უნივერსიტეტის ქუჩა
175 მოსკოვის გამზირი, კორპუსი N44-ის
მიმდებარედ
176 აწყურის ქ. N47-ის მიმდებარედ
177 ცოტნე დადიანის ქუჩა N164-ის
მიმდებარედ
178 ქუჩა რევაზ ლაღიძის, N2-ის
მიმდებარედ 376 კვ.მ.
179 წმინდა ქეთევან დედოფლის
გამზირი N40-ის მიმდებარედ
180 ცოტნე დადიანის ქუჩა N30ა-ის
მიმდებარედ
181 მაზნიაშვილის ქუჩა N8-ის
მიმდებარედ
182 დასახლება დიდი დიღომი, მ/რ II,
15ა (პეტრე იბერის ქ. N15ა-ს მიმდებარედ
183 გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა N62-ის
მიმდებარედ
184 ილორის ქუჩა N7-ის მიმდებარედ
185 გამზირი ვაჟა-ფშაველაა, N1-13-ის
მიმდებარედ
186 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N16-
ის მიმდებარედ
187 სესილია თაყაიშვილის ქუჩა, III ა მ/რ. კორპუსი N342-ის მიმდებარედ
188 ქუჩა მარჯანიშვილი, N26-N26ა
მიმდებარედ
189 ილია ჭავჭავაძის გამზირი N74-ის
მიმდებარედ
190 აბაშიძის ქუჩა N30-ის მიმდებარედ
191 ნუცუბიძის III მ/რ 2 კვ საბავშვო
ბაღის მიმდებარედ
192 თევდორე მღვდლის ქუჩა N44 დ-ს
მიმდებარედ
193 ჩიტაიას ქუჩა N37-ის მიმდებარედ
194 ქუჩა რაფიელ აგლაძე, N16ა-ს
მიმდებარედ
195 ჯავახიშვილის ქუჩა N1-ის
მიმდებარედ
196 17 შინდისელი გმირის ქუჩა N2-ის
მიმდებარედ
197 ლევან კბილაშვილის ქუჩა, N24ა-ს
მიმდებარედ
198 დიდი დიღმის დასახლება, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მიმდებარედ
World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way