USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს
дата:  2208

რეკრეაციული ზონის მოწყობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, გამგეობები ძალიან კარგ პროექტებს ახორციელებენ თავიანთ რაიონებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ საპარკო კულტურა ქალაქში შემოდის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე გავაჩინოთ დედაქალაქში. ყველა ადამიანი სარგებლობს რეკრეაციული სივრცეებით. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული ზონა გავაჩინოთ ქალაქში. ვაპირებთ ვაკის პარკის რეაბილიტაციას და წლის ბოლოს სამუშაოები დაიწყება.

მინდა, დავავალო მერის მოადგილეს, ქალბატონ მაია ბითაძეს, რომ დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკება დაიწყოს, რათა უმოკლეს ვადაში დაიწყოს, როგორც ვერის ბაღის, ისე დენდროლოგიური პარკის პროექტირება.

ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, საჭიროებს სრულ განახლებას. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დეტალური დიზაინის პროექტი უნდა მომზადდეს, შემდეგ კი უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა, დაუშვებელია.

რაც შეეხება თბილისის დენდროლოგიურ პარკს, ფაქტობრივად, თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროპარკი ერთადერთი დასასვენებელი სივრცეა, რომელიც თავის გარშემო რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ უბანს აერთიანებს. გარდა ამისა, მისი უნიკალური სარეკრეაციო პოტენციალი და ბიომრავალფეროვნება მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ დედაქალაქის სხვა ზონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის. პარკი ასევე ესაზღვრება თბილისის ზოოპარკს. მისი ტერიტორია დაახლოებით 150 ჰექტარს მოიცავს და რეაბილიტაციისთვის მასშტაბური დენდროლოგიური კვლევისა და პროექტირების სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით, ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის საპროექტო სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати