USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
მერია "ისთ ფოინთის" მიმდებარედ ახალი პარკის მოწყობაზე ₾25 მილიონს დახარჯავს
дата:  877

თბილისის მერიამ 25.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" მიმდებარედ, სამხედრო დასახლებაში ახალი სკვერი უნდა მოეწყოს. სკვერის მთლიანი ფართობი 155,000 კვადრატული მეტრი იქნება და ადგილის ლანდშაფტიდან გამომდინარე, რამდენიმე განსხვავებულ გამწვანებულ ზონას გააერთიანებს.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტი ფაზებად განხორციელდება და ის 2026 წელს უნდა დასრულდეს, პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ასე ნაწილდება;

2024 წელი - 6 000 000 ლარი;
2025 წელი - 10 000 000 ლარი;
2026 წელი - 9 504 814 ლარი.

ახალი სკვერის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

ტენდერში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 19-24 ივნისის პერიოდში შეეძლებათ.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати