USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Тбилиси
მერია - დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა
дата:  368

თბილისის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან იწმინდებოდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტექნიკური მარილი დაიყარა: ნუცუბიძის პლატოებზე, თხინვალას დასახლებაში, სოფელ აგარაკში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე; წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიასა და თელოვანაში, 112-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე; ოქროყანას, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრისა და კიკეთის დასახლებებში; სოფელ დიდ ლილოში, პატარა ლილოში, ვაზისუბანში, მახათას მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიაბისა და ცაიშის ქუჩებზე; ორთაჭალისა და კრწანისის ქუჩებზე, ორთაჭალა-შინდისის ახალი გზაზე, მნათობისა და სააკაძის ქუჩებზე; გიორგიწმინდაში, ზაჰესში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუხიანის აგარაკებზე, გლდანის ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის შემოვლით გზაზე; ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე, თბილისის ზღვის გზაზე.

გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

საჭიროების მიხედვით, გზებზე მარილის დაყრა გრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.

мир
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати