USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
მერია - დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოების გამო, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თარიღი:  859
თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
პირველ ეტაპზე, 9 დეკემბრის 18:00-დან 22:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩები.
სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების საშუალებით; მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, კერძოდ, რენა აბჟანდაძის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.
9 დეკემბრის 22:00 საათიდან 10 იანვრამდე სრულად გადაიკეტება მშრალი ხიდი და მიმდებარე ტერიტორია - იტალიის ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია და გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული საგზაო მონაკვეთი.
აღნიშნულ პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N320 და N323 ზაარბრიუკენის მოედნიდან დაუკავშირდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდის გავლით და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ.
მიკროავტობუსები: N536 და N550 ზაარბრიუკენის მოენიდან გადაადგილდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩისკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N320, N323 და N536 მიკროავტობუსი ბარათაშვილის ხიდიდან იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის