USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
მერცი, სტრამერი, მაკრონი,ტუსკი, ზელენსკი - მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება
Date:  288

მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ევროპა და აშშ კოორდინირებულად მასშტაბურ სანქციებს დააწესებენ.

„30-ზე მეტი ქვეყანა მოითხოვს, რომ 12-დან დაიწყოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ყოველგვარი პირობების გარეშე. მონიტორინგს ძირითადად ამერიკელები განახორციელებენ, მაგრამ მონაწილეობას ყველა მიიღებს. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ შევთანხმდით, რომ მასშტაბური სანქციები იქნება. სანქციები ევროპელებსა და ამერიკელებს შორის კოორდინირებულად იქნება მომზადებული“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 13 მაისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბუთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ამბროლაურის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, ორთაჭალის, ქართველიშვილის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  კიკეთის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ნეკრისის, დაისის, ლეჩხუმის, მახარობლის, ოშკის, ქედის, ზნაკვის, კახეთის, ნაკადულის, ღების, ანაგის, ვანის, ალავერდის, გრემის, ერთობის, მუხის, რიონის, განთიადის, ვარდისუბნის, ალეკო გობრონიძის, შემოდგომის, ბუგეულის და სნოს  ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სერგი ჭილაიას, მრევლიშვილის, ვახტანგ ნინუას და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way