USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
მერი - ავჭალაში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
თარიღი:  402

გლდანის რაიონის გამგეობამ ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა. შესაძლოა, ზოგან უფრო დიდი პროექტი განვახორციელოთ, ზოგან ცოტა პატარა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველა სივრცე ავითვისოთ, გავამწვანოთ, რათა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ ადგილები, სადაც დაისვენებენ, განიტვირთებიან, ივარჯიშებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა რაიონში უბნების დონემდე ჩავალთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის