მერაბ ტურავა: ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც
თარიღი:
691
ჩვენ გატკეპნილ გზაზე კი არ მივდივართ, არამედ უნდა დავადგინოთ ისეთი წესი, ისეთი ინტერპრეტაცია იმ ნორმებისა, რომლებზეც იყო სამი დღის განმავლობაში საუბარი და მსჯელობა, რომ შემდგომში ეს იყოს პრეცედენტი სხვა გადაწყვეტილებებისთვისაც, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეცედენტული გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა ფიქრს, დისკუსიას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს და არ მგონია ისე მარტივად იყო საქმე, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე წინასწარ იღებს გადაწყვეტილებას და გამოაქვს ვერდიქტი. ეს რა თქმა უნდა არასწორია იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრები ამ წარდგინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული და არ გვაქვს ერთმანეთისთვის აზრები გაზიარებული“, - განმარტა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?