USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
მერაბ დვალიშვლმა უმარ ნურმაგედოვი დაამარცხა
თარიღი:  1144

UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც.

მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.

დვალიშვილის დომინაცია მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა და მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ნურმაგომედოვს არაფერი გამოსდიოდა და რუს მებრძოლს დაღლაც დაეტყო.

საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის

ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
 
მერაბ დვალიშვილმა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდი მოხსნა და UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი "თეიქდაუნის" ავტორი გახდა.

არავის მისცეთ საკუთარი თავის მართვის უფლება... ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის... მადლობა საქართველოს! -  განაცხადა მერაბმა ბრძოლის შემდეგ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის