USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
მექსიკის საზღვარზე , საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
дата:  742

მექსიკის საზღვარზე საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ისაუბრა, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს.

მისი ინფორმაციით, საზღვარზე მყოფი ქართველები თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ, გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით კი, სიცრუეა.

„ყველაფერი, რაც ტელევიზიებში გავრცელდა სიცრუეა. ჩვენ კარგად ვართ. არ გვინდა უკან დაბრუნება. გვინდა გზის გაგრძელება წინ. არ გვაქვს არანაირი პრობლემა და არანაირად არ ვართ საფრთხეში“, - განაცხადა მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა.

„ზუსტ ინფორმაციას გაწვდით, რომ იქ გატაცებული არავინ არ არის. იქ არიან საქართველოს მოქალაქეები, უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრია ორი. გადადიოდნენ მექსიკაში და შეჩერდნენ უბრალოდ რაღაც მონაკვეთში, გზა აღარ გააგრძელეს. ახლაც გვაქვს ჩვენ სატელეფონო კავშირი ჩვეულებრივ და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. იქ გასული რეპორტაჟიდან, არაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს. არის სრული სიცრუე, თავიდან ბოლომდე“, - აღნიშნა მექსიკაში მყოფი ერთ-ერთი ქართველის დედამ „ქრონიკასთან“.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати