USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
მეცნიერებათა აკადემიის ბიუჯეტი, რომლის პრეზიდენტად როინ მეტრეველი აირჩიეს, 4.7 მილიონი ლარია
Date:  516

სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მლნ 735 ათასი ლარით ფინანსდება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხიდან 2 მლნ 225 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებისთვის არის გათვალისწინებული.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმადვე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მომუშავეთა რიცხოვნობა 164 ადამიანითაა განსაზღვრული.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა. როინ მეტრეველი 83 წლისაა. აქამდე, 2013 წლიდან, იგი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way