USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მენაშენათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი - დარწმუნებული ვარ კაბინეტიდან კაბინეტში დარბოდნენ, რომ k2 კოეფიციენტი მოემატებინათ
თარიღი:  767

თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდას ეტაპობრივად სთავაზობს. საუბარია 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ იმისთვის იქნა მიღებული, რომ დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები კვლავ არ გაჩნდეს. ჯამურად მერია კომპანიების მხრიდან 5-6 მლნ ლარის დაგროვილ დავალიანებაზე საუბრობს.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება კეთილი ნება იყოს, თუმცა მისი თქმით, ის ამ კომპანიების მიმართ უფრო მკაცრი ზომების გატარების მომხრეა. როსტომაშვილის თქმით, ამ კომპანიებს საერთოდ უნდა შეუჩერდეთ K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება და კუთვნილ ტერიტორიაზე გენგეგმით განსაზღვრული პირობებით ააშენონ საცხოვრებელი კორპუსი.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს კითხვა: სამშენებლო კომპანიას, რომელიც აქამდე მოსაკრებელსაც კი ვერ იხდიდა, ექნება თუ არა ფინანსური რესურსი იმისა, რომ პროექტი, რომელიც გაჩერებული აქვს, სრულფასოვნად განახორციელოს?

“ანუ რა გამოდის, იმისთვის, რომ არ გვქონდეს უფრო მეტი დაუსრულებელი მშენებლობა, ამ კომპანიებმა ქალაქი მძევლად უნდა აიყვანონ? ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქთან მქონდა სამუშაო პროცესი და იქ ასეთ დროს იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. მე როგორც მოვისმინე, თბილისის მერია კომპანიებს, ამ მოსაკრებლის განწილვადებაში ეხმარება, რაც არის კეთილი ნება, თუმცა, წესით, იქ იყო ვადები გაწერილი, რომელშიც მშენებლობაც უნდა დაესრულებინათ, გარემოც უნდა მოეწესრიგებინათ და გადაეხადათ მოსაკრებელი. არავის დაუძალებია მათთვის k2 კოეფიციენტის შესყიდვა. დარწმუნებული ვარ კაბინეტიდან კაბინეტში დარბოდნენ, რომ k2 კოეფიციენტი მოემატებინათ”-აცხადებს მენაშენათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი.

ცნობისთვის, 2019 წელს თბილისის მერიამ სამშენებლო სექტორისთვის ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში სამშენებლო k2 კოეფიციენტის მატება და გაყიდვა აიკრძალა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის