USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
მელანია ტრამპი - დონალდ მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის
дата:  709

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მებრძოლია და იგი თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით უნდა დარჩეს.

„დონალდ მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.

აშშ-ის პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ კორონავირუსის კრიზისს გადალახავს.

„ჩენ ვიცით, რომ ამერიკა ამ მოულოდნელ პრობლემას გადალახავს. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს შეეხო ეს უხილავი მტერი“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, ის ყოველთვის არ ეთანხმება იმას, თუ როგორ ამბობს მისი მეუღლე თავის სათქმელს.

„ყოველთვის არ ვეთანხმები იმას, თუ როგორ ამბობს თავის სათქმელს, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია ელაპარაკოს ხალხს, რომელსაც ემსახურება. დონალდი თეთრ სახლში უნდა დავტოვოთ, რათა დაამთავროს დაწყებული საქმე“, - დასძინა მან.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати