USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
Date:  1021

მეხანძრე-მაშველებმა პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს. მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველებმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეები გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც
სადარბაზოდან, ასევე, სახანძო კიბის საშუალებით.
პარალელურად, მიმდინარეობდა ქრობის აქტიური სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროება აღკვეთა. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა."
ამ მომენტისთვის პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრებს დადგენილი მარშრუტით ემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟვანიას მოედნიდან არქივის შენობამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა პეკინის N41-ში მდებარე 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო იყო შეზღუდული.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way