USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
„მეღვინეობა-მევენახეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან“, - სტატია აღნიშნული სათაურით გერმანულ გამოცემაში „Falstaff “დაიბეჭდა
дата:  796

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამომცემლობის „Falstaff“ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებში სტატია სათაურით „მეღვინეობა-მევენახეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან“ დაიბეჭდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სტატიაში საუბარია როგორც ქართული ღვინის კულტურის 8000-წლიან ისტორიაზე, ასევე, გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის სტაბილურად მზარდ გაყიდვებზე, ქვევრის ღვინოებზე და მაღალი ხარისხის ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაზე (იხ. ბმული: https://www.falstaff.com/en/news/cradle-of-viticulture-the-best-wines-from-georgia).

ამასთან, სტატიაში მოცემულია ინფორმაცია Falstaff-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ქართული ღვინოების შესახებ. კონკურსის მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო. ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 150 ნიმუშიდან საუკეთესო 70 ღვინო შეირჩა (იხ. ბმული: https://www.falstaff.com/en/tastings/georgien-falstaff-best-of-2023-1).

„Falstaff“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას გერმანიაში, ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2023 წლის 6 თვეში, საქართველოდან გერმანიაში 522 ათასამდე ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 22%-ს შეადგენს.

мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати