USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
მეფე ჩარლზ III სალომე ზურაბიშვილს - ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე
თარიღი:  614

ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს მომავალი წლების განმავლობაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.

„მაშინ, როცა თქვენ და ქართველი ხალხი ზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა. ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს მომავალი წლების განმავლობაში. მე და ჩემს მეუღლეს გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და გამოგიგზავნოთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი ყველაზე თბილი კეთილი სურვილები“, - აღნიშნულია წერილში.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის