USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
მედიაში გამოჩნდა ცნობები, რომ თეთრი სახლი მოსალოდნელი პანდემიის შესახებ დაზვერვამ ნოემბერში გააფრთხილა
дата:  1334

როგორც ამერიკული ტელეარხი ABC იუწყება, ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ ნოემბერში გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ახალი ვირუსი, რომელიც უჰანში ვრცელდებოდა, შეიძლებოდა მსოფლიოსათვის კატასტროფად ქცეულიყო. ეს ცნობები დაზვერვამ პრეზიდენტისათვის წარდგენილ მოხსენებაშიც შეიტანა. 

 

ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ უჰანში გავრცელებული ახალი ვირუსი წარმოადგენდა საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისათვის. ამის შესახებ  ამერიკული ტელეარხი ABC NEW-ი იუწყება ოთხ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ დაზვერვის მოხსენების დეტალებს. 

როგორც ორი წყარო აცხადებს, ამერიკული დაზვერვის მოხსენება ეფუძნებოდა სამედიცინო დაზვერვის ნაციონალური ცენტრის  (National Center for Medical Intelligence, NCMI) მონაცემებს, რომელმაც თავის მხრივ ინფორმაცია მოიპოვა სატელიტური სურათებისა  და გაშიფრული შეტყობინებების  გზით.


 

წყარო: rbc.ru

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати