როგორც ამერიკული ტელეარხი ABC იუწყება, ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ ნოემბერში გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ახალი ვირუსი, რომელიც უჰანში ვრცელდებოდა, შეიძლებოდა მსოფლიოსათვის კატასტროფად ქცეულიყო. ეს ცნობები დაზვერვამ პრეზიდენტისათვის წარდგენილ მოხსენებაშიც შეიტანა.
ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ უჰანში გავრცელებული ახალი ვირუსი წარმოადგენდა საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისათვის. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი ABC NEW-ი იუწყება ოთხ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ დაზვერვის მოხსენების დეტალებს.
როგორც ორი წყარო აცხადებს, ამერიკული დაზვერვის მოხსენება ეფუძნებოდა სამედიცინო დაზვერვის ნაციონალური ცენტრის (National Center for Medical Intelligence, NCMI) მონაცემებს, რომელმაც თავის მხრივ ინფორმაცია მოიპოვა სატელიტური სურათებისა და გაშიფრული შეტყობინებების გზით.
წყარო: rbc.ru
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.