აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდეტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას, პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება შეუძლია.
„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსთან სატელევიზიო დებატების დროს მოდერატორ დევიდ მიურის კითხვაზე, როგორ დაასრულებს ის ომს და სურს თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს, ტრამპმა უპასუხა: „მინდა, რომ ომი შეწყდეს, მინდა გადარჩნენ ადამიანები, მილიონობით ადამინს კლავენ”.
მისი მტკიცებით, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ”მე მოვაგვარებ ამას მანამდეც კი, სანამ პრეზიდენტი გავხდები”, - აღნიშნა ტრამპმა.
როდესაც სთხოვეს, განემარტა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, არის თუ არა აშშ-ის საუკეთესო ინტერესებში უკრაინის მიერ ომის მოგება, ტრამპმა უპასუხა:
”ვფიქრობ, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია, რომ ეს ომი დასრულდეს და უბრალოდ დასრულდეს - შეთანხმებაზე მოლაპარაკება, რადგან ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყველა ამ ადამიანის სიცოცხლის განადგურება.”
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.