USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
მძიმე კვირა რუსეთისთვის - ირაკლი მელაშვილი
дата:  1385
მძიმე კვირა ჰქონდა რუსეთს . მათ რამდენიმე ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენეს ზურგში. ალბათ, ყველაზე მძიმე სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ
კრასნოდარის ოლქი - ტიხორეცკის არსენალი – აქ საარტილერიო ჭურვებთან ერთად განადგურდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების (ГРАД. СМЕРЧ და ა.შ.) საბრძოლო მასალები. გარდა თავად საწყობებში შენახული მასალებისა, განადგურდა ეშელონი, რომლითაც 2000 ტონა საბრძოლო მასალა მასალა ჩამოიტანეს ჩრდილო კორეიდან.
უკრაინულმა დრონებმა ტვერის ოლქში გაანადგურეს რუსეთის სარაკეტო ძალების ობიექტი ტოროპეცის რაიონში სოფელ სტარიი ტოროპეცში დასახლება ოკტიაბრსკისთამ (23 არსენალი) - აქ განადგურდა კინჟალის რაკეტები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების (ГРАД. СМЕРЧ და ა.შ.) საბრძოლო მასალები. ერთი დრონი მოხვდა ბირთვული რაკეტების შახტას. რუსი ბლოგერები იუწყებიან, რომ ამ ბაზაზე განლაგებულია კონტინენტთაშორის რაკეტები „სარმატი“ და „სატანა“.
სხვათა შორის ეს ბოლო ფაქტი ადასტურებს, რომ რუსეთი ვეღარ იცავს არა მხოლოდ ჩვეულებრივ სამხედრო ბაზებს და ნაწილებს, არამედ სტრატეგიული დანიშნულების კონვენციური იარაღის განლაგების ბაზებს და საწყობებს, რაც მის უკიდურესად დაუცველად ხდის. ეს მაშინ, როცა რუსეთის ტერიტორიების დასაბმომბად დასავლეთის სახელმწიფოები უკრაინას მათ მიერ მიწოდებული შეიარაღების გამოყენების უფლებას არ აძლევენ, შესაბამისად დრონები, რომლსაც უკრაინელები იყენებენ ადგილობრივი წარმოებისაა, ისინი საკმოოდ ნელებია და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დასავლურ შეიარაღებას. . სხვათა შორის ადგილობრივმა მოსახლეობამ დააფქსირა, როგორ გაიქცნენ სამხედრო ნაწილიდან რუსი სამხედროები, ჯარისკაცები და ოფიცრები. ამასცე ადასტურებენ რუსი ზეტ ბლოგერები.
რუსეთი წელიწადში აწარმოებს 170 ათას ტონა საბრძოლო მასალას. ამ ორი აფეთქებით და ორი დღის წინ ტვერის ოლქ ტოროპეცის უახლესი არსენალის განადგურებით, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ მისმა აფეთქებამ ლოკალური, 3 ბალიანი მიწსძვრა გამოოწვია, რუსეთმა დაკარგა ყველაზე მინიმუმ 40 ათასი ტონა საბრძოლო მასალების, ანუ წლიური წარმოების თითქმის მეოთხედი.
უკრაინულმა დრონებმა კალუგის ოლქში შაინსკოიში გაანადგურეს სამხედრო აეროდრომი, აქ განლაგებულია 52 ავიაპოლკი, ტუ 22 ბომბარდმშენებით რომლებიც ხა -22 შორსმროლელ რაკეტებს იყენებს. აქედან დაიბომბა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი, რასაც მშვიდობიანი მოსახლობის დიდი მსხვერპლი მოყვა.
პუტინის სიამაყემ, „კონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატმა“, რომელსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია, კვლავ ვერ შეძლო აფრენა და პლესეცკში გასროლისას შახტაში აფეთქდა. ეს პუტინის მიერ გაპიარებული ამ რაკეტის წარუმატებელი სატესტო გამოცდის მეექვსე შემთხვევაა. რუსეთმა მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს, თითქოს წარმატებულად ააფრინა ეს რაკეტა და მან 2 წუთი იფრინა, შემდეგ აფეთქდა.. მიუხედავად ასეთი პერმანენტული წარუმატებლობისა, პუტინის ბრძანებით „სარმატი“ სამხედრო მორიგეობაზე დააყენეს ანუ გადასცეს სარაკეტო ძალებს და შახტებში ჩააყენეს. სამხედროებმა ამაზეც ეტყობა დიდი ფული მოხსნეს. შედეგად ახლა არამარტო რაკეტა განადგურდა, არამედ გამშვები შახტაც მიყვა და პოლიგონიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.
კრასნოდარის ოლქის სოფელ მოლკინოში ცეცხლი გაუჩნდა და სრულიად განადგურდა კერძო სამხედრო კომაპნიიის (ЧВК «Вагнер») -ის სამხედრო ბაზა. რუსი სამხედრო ბლოგერები თვლიან, რომ ხანძრის მიზეზი შესაძლოა დივერსია ყოფილიყო.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати