USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო, ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Date:  

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაპოტი უკვე გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან, ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.

შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სამუშაოების გამო 6 ივლისს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩაიკეტება.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way