USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია საწყის ეტაპზეა
თარიღი:  368
მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია საწყის ეტაპზეა. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი კვლევები, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკურ და საინჟინრო სამუშაოს მოიცავს.
ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„ორთაჭალჰესის ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია. ბოლო წლებში ბევრი ხიდი განვაახლეთ, რაც შეეხება სამუშაოებს, მოხდება ხიდის გამაგრება, სადაც იყო პრობლემური ადგილები, დამუშავდება. ნოემბრისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულდება. მოეწყობა ტროტუარo, განათების ბოძები დამონტაჟდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა ხიდისა და ჰესის პირველადი საარქივო მასალა, რაც საჭიროა კონსტრუქციული დეტალების ანალიზისთვის. ამასთან, ხიდის ერთ მხარეს სავალი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. პარალელურად მიმდინარეობს ხიდზე დატვირთვის პროგრამული გაანგარიშება.
მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
კვლევების დასრულების შემდეგ, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მოეწყობა ხიდის ახალი კონსტრუქციული ელემენტები, აღდგება და გამაგრდება დაზიანებული ნაწილები, მოეწყობა წყალარინების თანამედროვე სისტემა, ჩატარდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ასევე, განახლდება და გამაგრდება მოაჯირები.
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 800 000 ლარს შეადგენს.
ადგილზე მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის