USD 2.6930
EUR 3.1627
RUB 3.5963
თბილისი
მდინარე ანთოკისხევზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა
თარიღი:  70

მდინარე ანთოკისხევზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.

მდინარე ანთოკისხევზე არსებული სახიდე გადასასვლელი აგებული იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხიდი დაზიანებული იყო და სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. მის ნაცვლად აშენდა ერთმალიანი ჭრილკოჭოვანი სისტემის ახალი ხიდი, რომლის სიგანე - 14.6 მეტრი, ხოლო მთლიანი სიგრძე 29.2 მეტრია. ხიდს აქვს ორი სანაპირო ბურჯი.

ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ლარით დაფინანსდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის