USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია ახალ პროექტს იწყებს
дата:  

„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა.

პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გერმანიის განვითარების ბანკის პროექტების მენეჯერთან, რობერტ რუთთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აღინიშნა, რომ ღონისძიების ერთობლივად განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული გამონაბოლქვი.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას.

„დედაქალაქის მერიას ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს დაწყებული. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილებები გარდაუვალი იყო. საუბარია ქალაქში ავტომანქანების რაოდენობაზე. მოხარული ვარ, რომ რეფორმის განხორციელებაში ძალიან ბევრი უწყებაა ჩართული, რადგან ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის პროექტი არ არის და მასში ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. პროგრამის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, KfW-ს და მის გუნდს. ეს მხოლოდ ფინანსური დახმარება არაა, ეს არის კვალიფიციური გუნდი, რომელიც ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად, შემუშავდება ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომაც. კერძოდ, „ჭკვიანი (ITS) სისტემების“ დანერგვით, გათვალისწინებული იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხიც.

„მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“, რომელიც ხუთწლიანია, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი, გერმანიის განვითარების ბანკის, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати