USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მჭიდრო კავშირში ვიქნები სააკაშვილთან, მაგრამ პარტია საქართველოში იმართება – მელია
თარიღი:  1108

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ის მიხეილ სააკაშვილთან “მჭიდრო კავშირში იქნება”, თუმცა პარტია საქართველოდან იქნება მართული. ამის შესახებ მელიამ “მთავარ არხთან” ისაუბრა.

“ჩემი საქმიანობა ძალიან მჭიდრო კავშირში იქნება მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ პარტიის მართვა იქნება საქართველოში. მე მაქვს ამოცანა, რომ პარტია ელექტორალური თვალსაზრისით გაიზარდოს, პარტიამ კიდევ მეტი უნარი გამოავლინოს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის. რაც გვაქვს მყარი ელექტორალური ბაზა, იმას უნდა დავაშენოთ. სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად აბუყბუყდება და აქაც უნდა ვიყოთ აქტიურები, უნდა ვიყოთ ერთობის კონტექსტში და ფარგლებში მოქცეულები, რომ არც ერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ გაუჩნდეს განცდა, რომ ჩვენ მათ რაღაცისთვის ვიყენებთ”, – განაცხადა მელიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია დღეს, 27 დეკემბერს გამართულ პარტიის ყრილობაზე, ოფიციალურად აირჩიეს.

ენმ-მ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც მოქალაქეებს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დისტანციურად შეეძლოთ.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ არჩევნებში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესმა ნაწილმა ნიკა მელიას მისცა ხმა. მელიას ოპონენტმა, ლევან ვარშალომიძემ ხმების 36.1% აიღო.

მიხეილ სააკაშვილმა მელიას “პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში” გამარჯვება მიულოცა:

“ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას. უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით – ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება”, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკზე.

მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა 15 დეკემბერს ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ ფეისბუკზე გამოქვეყნა განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს შორის პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენა, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმა” და სხვა უთანხმოებები დაასახელა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის