USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს მოსწავლეების ეროვნული ნაკრებმა 1 ოქროს, 4 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს
თარიღი:  

გიზიარებთ მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსწავლეების წარმატებას!

საქართველოს ნაკრების წევრებმა  ოქროს 1, ბრინჯაოს 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ეროვნული ოლიმპიადების შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

დავით კლდიაშვილი - ოქროს მედალი;

თორნიკე ბერია - ბრინჯაოს მედალი;

ალექსანდრე კორკოტაშვილი - ბრინჯაოს მედალი;

თამარ ფეიქრიშვილი - ბრინჯაოს მედალი;

გურამ მაჭარაშვილი - ბრინჯაოს მედალი;

ივანე ყულჯანიშვილი - საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი - გიორგი ჭელიძე, თანალიდერები - გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე.

მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2023) წელს იაპონიაში გაიმართა და მასში 112 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

კომაროვის სკოლა ულოცავს  მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებს და თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის