გიზიარებთ მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მოსწავლეების წარმატებას!
საქართველოს ნაკრების წევრებმა ოქროს 1, ბრინჯაოს 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ეროვნული ოლიმპიადების შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
დავით კლდიაშვილი - ოქროს მედალი;
თორნიკე ბერია - ბრინჯაოს მედალი;
ალექსანდრე კორკოტაშვილი - ბრინჯაოს მედალი;
თამარ ფეიქრიშვილი - ბრინჯაოს მედალი;
გურამ მაჭარაშვილი - ბრინჯაოს მედალი;
ივანე ყულჯანიშვილი - საპატიო სიგელი.
ნაკრების ლიდერი - გიორგი ჭელიძე, თანალიდერები - გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე.
მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2023) წელს იაპონიაში გაიმართა და მასში 112 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებს და თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.