USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
"მათ ძალიან ეჩქარებოდათ რაღაც და ეს რომ პოროპორციული არჩევნები არ იყო, ჩვენ ამაში დავრწმუნდით" - არჩილ თალაკვაძე
дата:  819

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2019 წლის ივნისში მმართველს გუნდს ეგონა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება საპროტესტო მუხტს განმუხტავდა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, ოპოზიცია დესტაბილიზაციის მოწყობაც ცდილობდა, როცა მათი შეთავაზების მიუხედავად საპროტესტო აქციები გაგრძელდა.

"ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობაზე ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან პასუხისმგებლიანი რეაქცია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი, თუ პროპორციულ სისტემაზე შეთავაზებას გავაკეთებდით და ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. ჩვენ კიდევ ბოლომდე, ამ მომენტშიც მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ეს გამხდარიყო სტაბილურობის, ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი.

მიუხედავად ამ გამოცხადებული დაპირებისა, მეორე დღესაც გრძელდება ქუჩაში დესტრუქციული პროცესები, პარლამენტის წინ აქციები, მძიმე შეურაცხყოფები ჩვენი კოლეგების მისამართით, მათ შორის, დეზინფორმაციის მთელი კამპანია, მათ შორის წერილები, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვხედავდით შეხვედრებზე, რომ ეს ადამიანები იყვნენ ინტენსიურ მცდელობაში, მათ ძალიან ეჩქარებოდათ რაღაც და ეს რომ პოროპორციული არჩევნები არ იყო, ჩვენ ამაში დავრწმუნდით",- განაცხადა თალაკვაძემ.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати