USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
მასუდ პეზეშკიანი - ირანის ახალი აზერბაიჯანელი პრეზიდენტი
Date:  

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Press TV ქვეყნის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, რეჟიმის მხარდამჭერმა და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა, საიდ ჯალილმა 13,5 მილიონზე მეტი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,8% შეადგინა.

შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა. მეორე ტური მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 40% იყო, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

მასუდ პეზეშკიანi აზერბაიჯანელია ("დედ-მამა აზერბაიჯანელები მყავსო"), დაიბადა 1954 წელს ქალაქ მეჰაბადში, რომელიც ტრადიციულად, ირანის ქურთისტანის ცენტრად ითვლება, მაგრამ ადმინისტრაციულად ირანის პროვინცია დასავლეთ აზერბაიჯანში შედის.
მასუდს მეჰაბადის სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, მონაწილეობდა ირან-ერაყის ომში ფრონტის წინა ხაზზე, პრეზიდენტ მოჰამათ ჰათამის დროს კი ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული. ბოლო დროს კი ირანის პარლამენტის სპიკერის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
იგი ირანის პოლიტიკური წრეების რეფორმისტული ფრთის წარმომადგენელია, თუმცა ირანის რეალობაში რეფოორმისტული იდეების გატარება რთულია.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას: ცოლი და ერთი შვილი 1993 წელს ავტოკატასტროფაში დაეღუპა. სამი შვილი კი თვითონ გაზარდა და აღარ დაქორწინებულა.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way