USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Тбилиси
მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება
дата:  179

მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იმ ინიციატივის შეცვლაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმად, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ეზღუდება.

როგორც საკომიტეტო განხილვის დროს ითქვა, 3-წლიანი შეზღუდვა კანონიდან ამოღებული იქნება და საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე იქნება დელეგირებული.

„მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მსჯელობა გაიმართა. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ დელეგირება სამინისტროზე გაკეთდება და კონკრეტული ქმედებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალებში გაიწერება. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ამავე დროს მონიტორინგის ნაწილიც უფრო ადვილი იქნება. დავაკვირდებით პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისს ცვლილებებს უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. თემა ძალიან სენსიტიურია. აქ საუბარი სისხლის სამართლის საკითხებზე არ არის. სწორი იქნება, თუ საკითხი სამინისტროზე იქნება დელეგირებული“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც სკოლებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებს მოიცავს, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონის პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати