ვლადიმირ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.
„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა ჩიხში, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს.ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, - წერს მასკი.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.