USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
Тбилиси
მასალები ვლადიკავკაზის დაარსებისა და კუთვნილების შესახებ
дата:  2015

ადრე იმ ადგილზე, სადაც ახლა ქალაქი ვლადიკავკაზია, არსებობდა ინგუშთა აული ზაური, მაგრამ 1784 წელს, თავად პოტიომკინის განკარგულებით, საქართველოს სამხედრო გზის დასაცავად, რომელიც წარმოადგენდა ამიერკავკასიასთან დამაკავშირებელ ერთადერთ მოხერხებულ საშუალებას, აშენდა ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი. 1785 წელს კი ეკატერინე II-ის 9 მაისის ბრძანებით აშენდა პირველი მართლმადიდებლური ეკლესია. მაშინვე, როგორც კი აშენდა ეს ციხესიმაგრე, ოსი ხალხის ნაწილი ჩამოვიდა მთებიდან და დასახლდა ციხესიმაგრის კედლის გარშემო, ადგილობრივი ჯარების დაცვის ქვეშ. წარმოშობილ ოსურ აულს ეწოდა „კაპკაი“, რაც რუსულად „მთის ჭიშკარს“ ნიშნავს.

ვლადიკავკაზის ციხესიმაგრის არსებობის მანძილზე ციხესიმაგრის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის რაოდენობა უმნიშვნელო იყო. 1850 წელს ციხესიმაგრის მოსახლეობა ოსურ მოსახლეობასთან ერთად შეადგენდა ორივე სქესის 3 653 სულს (1842 კაცი და 1811 ქალი). 1860 წელს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 8 000-მდე, 1869 წელს კი 15 000-მდე.   

Торжество празднования 50-летия основания г. Владикавказа (Газета «Терские ведомости», 1911, №75, 5 апреля)

“კერძო მესაკუთრეების: გრაფ ბორხის, ბატონების: სემიონოვის, სტარიცკის, ხუტიევის, კუზნეცოვის, სოკოლოვის, ბატოკო უჟახოვის, დუდაევის, ბეკოვის, გელისხანოვის ქალაქ ვლადიკავკაზის ახლომდებარე ბაღები, აგარაკები, ხუტორები და იტალიური ხუტორი არის ერთ საერთო სახელწოდებაში გაერთიანებულნი –  მე-2 ჯგუფის ბაღები, ადმინისტრაციულ-პოლიციურად ვალდიკავკაზის ოლგინსკის სასოფლო სამმართველოზე მიწერილი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ბაღები, აგარაკები, ხუტორები დასახლებულნი არიან მხოლოდ ინგუშებით და მათს და ოსებს შორის წარმოშობილი გამუდმებული გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიეწერებიან ადმინისტრაციულ-პოლიციური ურთიერთობებით ნაზრანის ოლქის ბაზორინსკის სასოფლო მმართველობის შემადგენლობაში.
ამის შესახებ, როგორც ცნობა, გამოცხადდება ოლქში და ეცნობება მას, ვისაც მისი შესრულება ეხება.
დედანს ხელი მოაწერა: თერგის ოლქის უფროსმა და სადამსჯელო ატამანმა გენერალ-ლეიტენანტმა კოლიუბაკინმა.”      
Прошлое Владикавказа (Газета «Терские ведомости», 1904, № 166.)

“ყუბანიდან თერგამდის რუსეთთან კავკასიის მიერთებისას და უფრორე კი ერეკლე II მიერ – თურქების, სპარსელებისა და მთიელებისაგან საქართველოს დაცვის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, 1784 წელს თერგის მარჯვენა ნაპირზე ზაურის ჭალაში, ჩვენი ჯარების მიერ აშენდა ვლადიკავკაზის ციხესიმაგრე; ის გარშემოვლებული იყო მიწაყრილებით; მის მახლობლად, მიწაყრილების გარეთ დიდხანს რჩებოდა აულები თოთი, თემრუკი და სხვები, რომლებიც შემდეგ გადაასახლეს მთებში. იმავდროულად შენდებოდა გამაგრებები და პოსტები საქართველოს სამხედრო გზაზე: რედანტი, ბალთა, ჯერახი, ლარსი და დარიალი.  
მალე ვლადიკავკაზის მშენებლობისას მის მახლობლად სახლდებიან მთიდან ჩამოსული ოსები.”
Старый солдат
Газета «Терские ведомости», 1904, № 166.

Владикавказ (Раисов К. Новейший иллюстрированный путеводитель по Крыму и Кавказу на 1897/8 г. Одесса, 1897.)

“1784 წელს ინგუშეთის აულის მახლობლად აღმართეს ვლადიკავკაზის პატარა ციხესიმაგრე, რომელიც სხვასთან ერთად უზრუნველყოფდა გზის უსაფრთხოებას მოზდოკიდან საქართველოში. ვლადიკავკაზმა ქალაქის სახელწოდება მხოლოდ 1860 წელს მიიღო და განსაკუთებით გაიზარდა მისი საოლქო ცენტრად გადაქცევის და რკინიგზის გაყვანის შემდეგ.
მაგრამ ეს ზრდა, რა თქმა უნდა, არ იყო გიგანტური და ქალაქის მოსახლეობა არ აჭარბებს 45 ათას კაცს. ქალაქის მთელი სამკაული ჩქარი თერგია და მთების მხატვრული პანორამა. ვიწრო, გრძელ მწვანე ზოლად გადაშლილია მთავარ ქუჩაზე ბულვარი. აქ გრძელ სკამებზე შეხვდებით ბევრ კავკასიელ ვეტერანს. იაფობა და კარგი კლიმატი იზიდავს თადარიგის სამხედროებს…” (გვ. 295)   
 
Раисов К. Новейший иллюстрированный путеводитель по Крыму и Кавказу на 1897/8 г. Одесса, 1897.

 

ვადიკავკაზის ციხესიმაგრის დაარსების შესახებ

1784 ინგუშურ სოფლებთან (ზაუროვო, ტოტი, თემურხოვო), არსდება რუსული ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი. ამის შემდეგ იწყება ამ ციხესიმაგრის დასახლება კაზაკებით და ოსებით, სამხედროების დაცვის ქვეშ, მახლობელი აულებიდან კი ინგუშური მოსახლეობა გაედინა. აულებმა ზაუროვომ და ტოტმა შეწყვიტეს არსებობა. აულმა თემურხოვომ იარსება XIX საუკუნის შუახანებამდე, მაგრამ მასაც იგივე ხვედრი ეწია.” 
 (ЦГВИА, ф. 13454, оп.2, д. 585 № 9 об.)
Газиков Б. Трагические вехи в истории ингушского народа.
Professor Dr. Karl Koch. «Kaukasische Militärstraße, der Kuban und die Halbinsel Taman». Leipzig, 1851.

“ვალდიკავკაზი მდებარეობს მთავარ მდინარეზე ინგუშების ოლქში, რომლებიც რუსების მიერ იწოდებიან ნაზრანელებად, რომლებიც ოსებისაგან გამოყოფილნი არიან თერგით.  (с. 115)
Professor Dr. Karl Koch. «Kaukasische Militärstraße, der Kuban und die Halbinsel Taman». Leipzig, 1851.
(Кох К. «Кавказская военная дорога, Кубань и полуостров Тамань».  Лейпциг, 1851).
Бутков П.Г. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 г. Ч. II.. СПб., 1869.
“1784 წელს, საქართველოს მოზდოკთან დასაკავშირებლად, კავკასიის მთების მისასვლელთან, ზაურის ჭალაში, დაარსდა ვლადიკავკაზის ციხესიმაგრე.  (с. 131)

… უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან კავკასიის ხაზის დასაკავშირებლად, 1784 წელს თერგის ნაპირებთან, კავკასიის მთების მისადგომებთან, ინგუშურ სოფელ ზაურთან ჯარების მიერ აშენდა ციხესიმაგრე და იწოდა ვლადიკავკაზად…
(с. 165)
Бутков П.Г. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 г. Ч. II.. СПб., 1869.
Рейнеггс Я. Allgemeine historisch — topographische Beschreibung des Kaukasus. Gotha — SPb. 1796.

ინგუშები ითვლიან რამდენიმე სოფელს, კერძოდ 200 კომლს, დასახლებულს ციხესიმაგრის ახლომდებარე შალგუსა და სოფელ საურში. ვლადიკავკაზმა კი თავისი არსებობა ამათგან დაიწყო.
Рейнеггс Я. Allgemeine historisch — topographische Beschreibung des Kaukasus. Gotha — SPb. 1796.

ЦГВИА, ф. 482, ონ. 1, д. 192, л.55 об.

ვლადიკავკაზი

(მოკლე ისტორიული ცნობა)

დოკუმენტები მოწმობენ, რომ 1784 წლის 6 მაისს „საფუძველი ჩაეყარა სიმაგრეს, ვლადიკავკაზად წოდებულს“ (В. Потто. Два века Терского казачества. Владикавказ, 1912, с.144). ის დაარსდა ოთხი ვერსის მოშორებით „…ინგუშური სოფლიდან საუკვა, რომელსაც ახლა რუსები საუროვოს უწოდებენ… საუროვოში ცხოვრობენ ინგუშები ოს ლტოლვილებთან ერთად“ (Клапрот Ю. Путешествие по Кавказу и Грузии, предпринятое в 1807-1808 гг. Известия СОНИИ, т. ХП, с.193). სხვა დოკუმენტი იუწყება, რომ აული საური (კლაპორტთან საუროვ) მდებარეობს ვლადიკავკაზის ციხესიმაგრის სამხრეთით (ЦГВИА СССР, ф.ВУА, 1 к. 20-478,20-479; ф.13454, оп.1, д.202,лл. 3-6. Цитирую по кн.: Берозов Б.П. Переселение осетин с гор на плос¬кость. Орджоникидзе, 1980, с.43/. აქ პროფესორი ბეროზოვი აზუსტებს ამ აულის ადგილ  სამყოფელს –„ზუსტად ახლანდელი იუჟნის დასახლების ადგილზე“/Берозов Б.П. Переселение осетин.., с.43).

1770 წელს გერმანელი მეცნიერი და მოგზაური აკადემიკოსი ბ. ა. გიულდენშტედტი ასახელებს დიდ და პატარა ინგუშეთში შემავალ 24 ინგუშურ სოფელს და მათს შორის ზაუროვოს (Географическое и статистическое описание Грузии и Кавказа из путешествия академика И.А. Гюльденштедта через Россию и по кавказским горам в 1770-1773 гг. СПб, 1809, с.83,84). 1780 წლის დოკუმენტს ამ ოლქის ექვსი ინგუშური სოფლის რიცხვში მოჰყავს სოფლები ზაუროვო და შოლხი, რომელთაგან უშუალო სიახლოვეს ოთხი წლის შემდეგ აღიმართა ვლადიკავკაზის სიმაგრე (ნახეთ: Русско-осетинские отношения. Т.2. Орджоникидзе, 1984, с. 392). სხვა გერმანელი მეცნიერი იაკობ რაინეგსი XVIII საუკუნის ოთხმოციან წლებში ამ ადგილებში არაერთხელ მყოფი, აღნიშნავს, რომ საუროვოსა და შოლხში არის 200 კომლი მოსახლე. „ვლადიკავკაზმა თავისი საწყისი ხომ მათგან (ზაუროვო და შოლხი)“ მიიღო (Гаджиев В.Г. Якоб Рейнегс о Чечено-Ингушетии. Вопросы полити¬ческого и экономического развития Чечено-Ингушетии. Грозный, 1986, с.28).

ეს და სხვა მრავალი გამოქვეყნებული წყარო შეივსება 1784-1786 წლების რამოდენიმე ათეული გამოუქვეყნებული საარქივო მასალით. მათი შინაარსი ასახავს სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას, რომლებიც დამყარდა ციხესიმაგრის გარნიზონსა და ინგუშებს შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ თერგის მარჯვენა სანაპიროზე და ციხესიმაგრის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მრავალრიცხოვან სოფლებში (ნახეთ: ЦГВИА СССР, ф.52, оп.1/194, д.72, л.202; д.350, Ч.VI, лл 35,37,38, Ч.IV, л. 21 и др; ЦГАДА, ф.23, разд.XXIII, д.13, 4.6, л.160; ч.6 а, л.122, 188,326 и др.; д.16, ч.VI, лл.9 об.; ч.IV, лл.13, 113,137,141 и др.)

“რაც შეეხება თვით აულ ზაურს (ცნობილი კავკასიოლოგი ე. ი. კრუპნოვი გასული საუკუნის კავკასიის მცოდნე პ. გ. ბუტკოვზე დაყრდნობით წერს, რომ მალასგოვების გვარი… იყო ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯერ კიდევ XVII საუკუნის შუახანებში; ცნობილია რომ ამ გვარის წინამძღოლის ვაჟმა მალსაგა-ძავგმა (ძაუგ) დაბლობში დააარსა აული ზაური… ამ ადგილას 1784 წელს აღმოცენდა ქალაქი ვლადიკავკაზი“. (Крупнов Е.И., Средневе¬ковая Ингушетия. М., 1971, с.166).

ვლადიკავკაზიდან რამდენიმე ათეული ვერსის რადიუსში დოკუმენტები არ აფიქსირებენ არავითარ სხვა დასახლებას, გარდა ინგუშებისას. ეს გასაგებიცაა. ოს ხალხს არ გააჩნდა არც ძალა, არც საშუალება  ყაბარდოელი ფეოდალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რათა დამოუკიდებლად გადმოსახლებულიყვნენ ვლადიკავკაზის დაბლობზე, რომელსაც ყაბარდოელი ფეოდალები აკონტროლებდნენ. ოსები  თავიანთი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით მრავალგზის მიმართავდნენ რუსეთის მთავრობას თხოვნით – დახმარება გაეწიათ მათი მთებიდან ჩამოსახლების საქმეში. არ ჰქონდა რა თვით რუსეთს კავკასიაში მყარი პოზიცია, არ შეეძლო ამის განხორციელება. და მხოლოდ ციხესიმაგრის და მის კედლებთან სიმაგრეების მშენებლობის დაწყებისთანავე ჩნდებიან გარნიზონის დაცვის ქვეშ მყოფი პირველი ოსები დაბლობში. ეს გადასახლება, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი ოსი მეცნიერის ბ. პ. ბეროზოვის მიხედვით, „უფრო შემთხვევით ხასიათს ატარებდა, და ამიტომაც არ იყო მდგრადი” (Берозов Б.П. Путь, равный столетию. Орджоникидзе, 1986, с. 13). ამგვარი იყო ოსური დასახლებების ბედი, რომლებიც არაერთხელ ჩნდებოდნენ ვლადიკავკაზის კედლებთან. რუსების მიერ გარნიზონის დატოვების შემდეგ ოსები „იძულებულნი იყვნენ აბრუნებულიყვნენ მთებში“ (ЦГИА, Дела Синода за 1787 г., оп.5, д.147, л.81 об. Цитирую по кн.: Берозов Б.П. Путь…, с.13).

1786 წელს რუსებისაგან მიტოვებული ვლადიკავკაზის ციხესიმაგრის აღდგენის შემდეგ, არა უადრეს 1803 წლისა ჩამოსახლდნენ ოსები განსაკუთრებულ აულში (Акты, собранные Кавказской археографической комиссией, Т.П. Тифлис, 1868, с. 224,228-229). გენერალური შტაბის ოფიცერი ი. ბლარამბერგი, რომელიც ციხესაიმაგრეში XIX საუკუნის დასაწყისში მოხვდა, იტყობინება, რომ ინგუშებმა დაიკავეს ქალაქის მთელი მისასვლელები (Бларамберг И. Кавказская рукопись. Ставрополь, 1992, с. 98). ინგუშეთის გეოგრაფიულ ცენტრში აშენებული ციხესიმაგრე ხდება მის სამრეწველო, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად.

 
ვალდიკავკაზისაკენ ილტვიან ოსებიც. XIX საუკუნის ოცდაათიან წლების დასაწყისიდან 1917 წლამდე ორთავე ეს ხალხი იმართებოდა ვლადიკავკაზით. 30-50-იან წლებში ეს არის ვლადიკავკაზის კომენდატის მმართველობა, 1858 წლიდან ოსეთის სამხედრო ოლქის მმართველობა, 1862 წლიდან – დასავლეთის სამხედრო განყოფილების მმართველობა, 1870 წლის ვლადიკავკაზის ოლქი. ინგუშეთის ეს ტერიტორიული ერთეულები ოსებთან ერთად საოლქო მმართველობაში შედიოდა და იმყოფებოდა ვლადიკავკაზში. ამას გარდა, 1860 წელს კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთის თერგის ოლქად გარდაქმნისთანავე ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი, ქალაქად გარდაქმნილი, ხდება მის დედაქალაქად.

1888 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად ოსები გამოყოფილ იქნენ ვლადიკავკაზის დამოუკიდებელ ოლქად, ინგუშებს, ერთადერთებს თერგის ხალხებიდან, არ მიუღიათ საოლქო მმართველობა, არამედ ჩართულნი იქნენ სუნჟის კაზაკების განყოფილების ცალკეულ ნაწილებში. ინგუშების, ისევე როგორც ოსების მმართველობა კვლავინდებურად რჩებოდა ვლადიკავკაზში.

რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში არცთუ შემთხვევით, თერგის სხვა ხალხებისაგან განსხვავებით, ცენტრალური ხელისუფლებისადმი ინგუშების ყველა მოთხოვნაში ერთი თხოვნაა – გაუთანასწორონ ისინი კავკასიის სხვა ხალხების უფლებებს და გამოყონ ცალკე ოკრუგი. ინგუშების დეპუტაციის წრეები მრავალი წლის  მანძილზე ოლქის შექმნის საკითხის გამო მიმართავდნენ კავკასიის მეფისნაცვალს, იმპერატორს ნიკოლოზ II, სახელმწიფო დუმას.

ინგუშებს რევოლუციური ტალღა დაეხმარა ნაზრანის ოლქის შექმნის ბრძანების მიღების მიღწევაში, დასაწყისში დროებით, 1909 წლის 10 ივნისს კი დაკანონდა მუდმივად. შევნიშნავთ, რომ იწოდებოდა რა ნაზრანის ოლქად, საოლქო მმართველობა იმყოფებოდა ვალდიკავკაზში, ის, როგორც ვხედავთ, აგრძელებდა დიდი როლის თამაშს ინგუშების ცხოვრებაში, მიუხედავად გაპო ბაევის მეთაურობით საქალაქო დუმის მცდელობისა, მოეწყვიტათ ინგუშები ქალაქიდან. როდესაც დუმამ გადაწყვიტა ინგუშებისათვის ქალაქის რაიონში მიწის არენდის უფლების ჩამორთმევა, მათ დასაცავად გამოვიდა ს. მ. კიროვი, სტატიაში „საქალაქო დუმის კრებას“ ის ხაზს უსვამდა: „პიროვნებათა მთელ ჯგუფს ასეთი ზომა ჩააყენებს უკიდურეს პირობებში, ის არ შეიძლება გამართლდეს არც ზნეობრივად, არც ობივატელის მსოფლმხედველობით. ჩვენი პატივცემული ხმოსნები ხელის ერთი მოსმით გამორიცხავდნენ მოსახლეობიდან მთელს ხალხს“ (Терек», 24 января 1910 г.; Мостиев Б.М. Национальный вопрос в публицистике С.М. Кирова. Из¬вестия СОНИИ, Т.28. Орджоникидзе, 1971, с.79). ქალაქის თავი ბაევი მაინც არ დამშვიდებულა. მისი ინიციატივით საქალაქო დუმა არაერთხელ აყენებს შუამდგომლობას კავკასიის მეფისნაცვალთან ინგუშების ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში გასასახლებად. როცა ამის განხორციელებაც არ გამოვიდა, მიღებულ იქნა დადგენილება ნაზრანის ოლქის მმართველობის გადატანა ვლადიკავკაზიდან ნაზრანში, რათა ინგუშები არ გამოჩენილიხვნენ ქალაქში სამსახურის საქმეებზეც კი.

წყაროებთან გაცნობა (დავასახელოთ თუნდაც ისეთი წყარო როგორიცაა “Терский календарь“) უფლებას გვაძლევს წარმოვადგინოთ ობიექტური სურათი. ინგუშები იმყოფებოდნენ ნაზრანის ოლქის, თერგის დაცვის, ვლადიკავკასის ჟანდარმერიის სარკინიგზო დაცვის სამსახურში. 1917 წლის 23 ივლისს, როდესაც მიმდინარეობდა ქალაქიდან ინგუშების გასახლების კამპანია, ვლადიკავკაზის დუმის კანდიდატთა სიაში იყო 4 ინგუში (ნახეთ: «Терский вестник», 23 июля 1917 г.). სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებებს „2000 მანეთზე მეტი ბრუნვით ფლობდა 14 ინგუში (გააჩნდათ II დახლი 6 მოსამსახურით თითოეულში). 1914 წლისათვის „Терский календарь“ იტყობინება აგრეთვე, რომ ბევრს დახლები საკუთარ სახლში გააჩნიათ და არა ბაზრის მოედანზე („Терский календарь на 1914 год», Владикавказ, 1915, с. 18,20,23,137-146). „დავამატებთ, რომ თერგზე თეთრკაზაკობის ერთერთი ლიდერი პოლკოვნიკი ბელიკოვი ვლადიკავკაზს თვლიდა ინგუშების დედაქალაქად (ნახეთ პოლკოვნიკ ბელიკოვის მემუარები «Революционный Восток», 1929, №6, с.190). საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ვლადიკავკაზი სხვადასხვა პერიოდში იყო თერგის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი (1918-1920), მთიელთა ასსრ-ს (1920-1924). 1924 წლისათვის მთიელთა რესპუბლიკაში რჩებიან მხოლოდ ინგუშეთისა და ჩრდილოეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქები. იმავე წელს უქმდება მთიელთა რესპუბლიკა და ყალიბდება ინგუშეთისა და ჩრდილოეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქები. ვლადიკავკაზი განსაზღვრული იყო ორთავე ოლქის დედაქალაქად. იმავდროულად მოხდა თერგზე ქალაქის საზღვრების გამოკვეთა და სამრეწველო და სავაჭრო საწარმოების, პარტიული, საბჭოთა, სამეურნეო, სამკურნალო და სასწავლო შენობების დაყოფა. ვლადიკავკაზი კიდევ უფრო განმტკიცდა ინგუშეთის სავაჭრო, სამრეწველო და კულტურულ ცენტრად. ქალაქის მისადგომებთან ცხოვრობდა 80 ათასი ინგუში, რომელიც გაცილებით მეტი იყო ვიდრე ოსი, გერმანელი და კაზაკი ერთად აღებული. თვით ქალაქში კი ინგუშებისა და ოსების რაოდენობა მიახლოებით ერთნაირი იყო. აქვე იყო თითქმის ყველა სამრეწველო, სავაჭრო დაწესებულებები, საოლქო საავადმყოფო, სასწავლო დაწესებულებები, მათ რიცხვში ინდუსტრიული და პედაგოგიური ტექნიკუმები, თავდაცვითი და საბჭოთა პარტიული სკოლები.

 
საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში ი. ჯუღაევის (ჯუღაშვილის – სტალინის) დანიშვნით ოსურმა ხელმძღვანელობამ მათი თანატომელის სახით ჰპოვა მძლავრი მხარდაჭერა, რომელიც შეტევას იწყებს ინგუშეთზე. 1928 წელს დგება საკითხი ჩრდილოეთ ოსეთთან ვლადიკავკაზის მიერთებისა და მის დედაქალაქად გადაქცევისა. როდესაც ინგუშეთიდან ამ ქალაქის ჩამოშორების მცდელობა ვერ მოხერხდა, ამ განზრახვის ასრულებას სხვა მხრიდან შეუდგნენ, ჩრდილოეთ კავკასიის სამხარეო კომიტეტი 1929 წლის იანვარში ღებულობს დადგენილებას „ინგუშეთის ჩეჩნეთთან გაერთიანების შესახებ“. მაგრამ ვერ ჰპოვებს მხარდაჭერას საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საოლქო კომიტეტის მხრიდან. თუმც 1931 წელს ინგუშების თხოვნით ქალაქმა მიიღო ორჯონიკიძის სახელი, რომელმაც მათთან ერთად გაიზიარა სამოქალაქო ომის სიმძიმეები, ხელისუფალნი კი არ ივიწყებდნენ თავიანთ გეგმებს.

1933 წლის 1 ივნისის საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით ქალაქი გადაეცა ჩრდილოეთ ოსეთის იურისდიქციას, ერთ წელიწადში ჩეჩნეთისა და ინგუშეთის აო გაერთიანდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ ოლქში. ინგუშეთის ყველა ადმინისტრაციული ორგანო გაიყვანეს ვლადიკავკაზიდან ყველა დაწესებულება და საწარმო გადაეცა ჩრდილოეთ ოსეთს. ინგუშეთს ჩამოერთვა ყველა სამრეწველო საწარმო, ყველა საშუალო სასწავლო დაწესებულება, აგრეთვე საოლქო საავადმყოფო, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები გადატანილ იქნა გროზნოში, ინგუშეთიდან ასობით კილომეტრის დაშორებით. 1944 წლის თებერვალში ჩეჩენ-ინგუშების შუა აზიაში და ყაზახეთში დეპორტაციის შედეგად ორჯონიკიძე „განთავისუფლდა“ თვით ინგუშებისაგან, ოსეთმა დაიწყო იქ განუკითხავი ბატონობა. იმავდროულად ნადგურდებოდა ყოველივე ინგუშთა ხსოვნის მაუწყებელი, დაიწყო ჩრდილოეთ ოსეთისათვის გადაცემული ინგუშური დასახლებული პუნქტების სახელების გაშმაგებული გადაკეთება. ორჯონიკიძემ დაუყოვნებლივ მიიღო თავისი პირვანდელი დასახელება ძაუჯიკაუ, გამომდინარე გამოგონილი დასაბუთებით, რომ თითქოს, ქალაქი დაარსდა ოსური სოფლის ძაუჯიკაუს ადგილას. სტალინის სიკვდილის შემდეგ აღდგენილ იქნა ქალაქის სახელი –  ორჯონიკიძე. 

რსფსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1957 წლის 9 იანვრის „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგენის“ ბრძანებულების მიღების შემდეგ ინგუშებს არ დაბრუნებიათ არა მარტო ორჯონიკიძე, არამედ მისი მიმდებარე ინგუშური ნაყოფიერი მიწების ნაწილი. ამას გარდა, ჩრდილოეთ-ოსეთის მინისტრთა საბჭო ღებულობს მთელ რიგ შეუთანხმებელ ცირკულარებს „დაწესებულებებსა და კერძო პირებს სახლებისა და საცხოვრებელი ფართის მშობლიურ კერაზე დაბრუნებულ ინგუშებზე გაცემის აკრძალვის შესახებ“.

ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ-ს აღდგენის შემდეგ მთელი წლების მანძილზე ინგუშები არაერთხელ და წარუმატებლად მიმართავდნენ სსრკ-ს და რსფსრს უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებს თავიანთი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შესახებ. ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ეტაპობრივად და მიზანმიმართულად უქმნიდა ყოვლისმომცველ წინააღმდეგობებს ინგუშებს – გამოსულებს პრიგოროდნის რაიონიდან და ვლადიკავკაზიდან თავიანთ სახლებში დაბრუნებისათვის და ნორმალური ცხოვრების დაწყებისათვის. 1962 წლის 5 მარტს რუსეთის ამ ავტონომიიის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება „ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს პრიგოროდნის რაიონში ჩაწერის შეზღუდვის შესახებ“, 1990 წლის 28 სექტემბერს მიღებულ იქნა ახალი ანტიკონსტიტუციური აქტი – ჩო ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება „ჩო ასსრ-ს ტერიტორიაზე მოსახლეობის მექანიკური ზრდის დროებითი შეჩერების შესახებ“. 

საბჭოთა კავშირში ეგრთწოდებული დემოკრატიული გარდაქმნების დაწყებისთანავე ინგუშებს გაუჩნდათ იმედი პარლამენტური გზით თავიანთი პრობლემის გადაჭრისა. ეს იმედები კიდევ უფრო გაძლიერდა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 14 ნოემბერის დეკლარაციის „О признании незаконными и преступными репрессивных актов против народов, подвергшихся насильственному переселению и  обеспечении их прав“ მიღების შემდეგ. ელოდნენ რა პოლიტიკურ-ტერიტორიულ რეაბილიტაციის საკითხის სამართლიან გადაწყვეტილებას, ძირძველ მოსახლეებს – ინგუშებს აძლევდა სტიმულს ქალაქ ვლადიკავკაზში და მის შემოგარენში საცხოვრებელი ფართის შეძენისათვის. ხელისუფალთა შემზღუდავი ზომები უკვე უძლური აღმოჩნდა მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
ამის საპასუხოდ მიმდინარეობს ჩრდილოეთ ოსეთის მილიტარიზაცია, ლეგალური და არაკონსტიტუციური შეიარაღებული ფორმირებების წარმოქმნა, მოსახლეობის პირწმინდად შეიარაღება. ჩრდილოეთ ოსეთში ფართოვდება ძალმომრეობა ინგუშებთან მიმართებაში – ამაში მონაწილეობას ღებულობს შეიარაღებული ფორმირებები. რუსეთის ხელისუფალნი იჩენენ უმოქმედობას, რაც უტოლდებოდა წარმოქმნილ სიტუაციაში საკუთარი მოსახლეობის წინაშე დანაშაულში თანამონაწილეობას.

1992 წლის 30 ოქტომბერს იწყება ჯერ კიდევ ადრე დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია ქალაქ ვლადიკავკაზის პრიგოროდნის რაიონის ინგუშური მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც მოკლულ იქნა და უგზოუკვლოდ დაიკარგა ასობით ინგუში. ინგუში ეროვნების 70 ათასზე მეტი მოქალაქე განდევნილ იქნა საკუთარი სახლებიდან და დღემდის იმყოფებიან ლტოლვილებად. ვლადიკავკაზი კვლავ მიეყიდა ოსებს. 
М.Б. Мужухоев
Директор Ингушшского НИИ ГИ
доктор исторических наук, профессор.
8 февраля 1995 года
Рукопись. Архив Постоянного представительства Республики Ингушетия при Президенте Российской Федерации

 

ვლადიკავკაზის დასაწყისი

 (Газета «Терские ведомости», 1911, № 71, 31 марта)

1784 წლის 10 მარტს თერგის მარჯვენა ნაპირი გადალახა რაზმმა, რომლის შემადგენლობაში იყო ქვეითთა 3 ბატალიონი, 6 ასეული კაზაკითა და 8 ქვემეხით და დაბანაკდა ზაურის ჭალის ტყისპირას ამავე სახელწოდების ინგუშთა დასახლებასთან.  11 მარტს რაზმს დაენიშნა მიღება. ამ დღეს მასთან  გამოცხდდა დეპუტაცია მეზობელი ინგუშური სოფლებიდან: ზაური, თოთი და თემრუკი. რაზმის უფროსი გენერალ-ანშეფი ტოლმაჩევი საღამოთი მიწვეული იყო სტუმრად გუდანტოვების გვარის ძველ კოშკში. მან აქ კოშკის სიმაღლიდან დაათვალიერა გარემო და აირჩია მომავალი ციხესიმაგრის ადგილი. მომდევნო დღეს, წმინდა სიმონის ხსენების დღეს, საძირკველი ჩაეყარა სიმაგრეს და ეწოდა ვლადიკავკაზი. შედგა ჯარების აღლუმი და ფორტეციის საფუძვლის ჩადების მაშინდელი წესდების მიხედვით განხორციელდა სალუტი 21 გასროლით. ჯერ არნახულმა ზეიმმა მიიქცია ადგილობრივთა ყურადღება, შემდეგ კი  ყველას შესთავაზეს მოკრძალებული სადილი… 

მომდევმო დღესვე, 13 მარტიდან დაიწყო სამუშაოები მიწაყრილის სიმაგრის ასაღმართად, რომელიც აპრილის შუარიცხვებამდის გაგრძელდა, როცა ის სრულიად გამზადდა.  ადგილი, სადაც მოუწიათ ფურაჟირებული ცხოვრება, რამაც გამოიწვია მოსახლეობის რისხვა და ამ სახით მათთან გარდაუვალი შეჯახება…

გარნიზონი ვალდიკავკაზში ოთხი წელი დაყოვნდა, ამ დროისათვის აღმართული იქნა რედანტისბალთასჯერახისლარსის და დარიალის საგუშაგოები.

1788 წელს მოჰყვა ვლადიკავკაზის სიმაგრეების აღება, საქართველოს სამხედრო გზაზე საგუშაგოების მიტოვების ბრძანება და საგუბერნიო ქალაქის ეკატერინოგრადის (ახლანდელი სტანიცა) ხაზზე დახევა. თერგის მარცხენა ნაპირზე აქ ჩამოსახლებული ოსები ავიდნენ მთაში და დაარსეს სოფელი გიზელი (ჯიზელი).

1975 წელს საქართველოს სამხედრო გზაზე აღდგენილ იქნა ციხესიმაგრის საგუშაგოები, 1805 წელს კი ციხესიმაგრის მახლობლად მეორედ დასახლდნენ ოსები, თავიანთი საპატივცემულო მოხუცის გვარის მიხედვით დააარსეს სლობოდა ძაუჯიკაუ, რომელიც დღემდის არსებობს.

1820 წელს თადარიგის სამხედროებისა და გადმოსახლებულთა მიერ დაარსებულ იქნა სლობოდა-ვორშტადტი-ვლადიკავკაზი…
1845 წელს კი, თავად ვორონცოვის მეფისნაცვლობის პერიოდში, თერგის მარცხენა სანაპიროზე, ეს სამხედრო დასახლება გადაიქცა ვლადიკავკაზის სახაზო პოლის კაზაკურ სტანიცად.  

1842 წელს შავიზღვის სანაპიროს ხაზიდან, რომელმაც 1840 წელს თავიანთ შტაბებში განახორციელეს ხეების დარგვა (დღეს ოლგინის ქალთა გიმნაზიის, ქალაქისა და რეალური სასწავლებლების და ქალაქის ქუჩების, გერმანული ცირკების, ინჟინერული შენობის შტაბის და ჰაუპტვახტის ადგილას. 1858 წელს ციხესიმაგრე ამოშენდა ქცის კედლით და მასში თავი მოიყარა გენერალ მიშენკოს რაზმმა (ათი როტა, სამი ესკადრა, 10 ასეული და 16 ქვემეხი; ამ რაზმის ნაწილი სასახელოდ მოიგერია პატარა ყაბარდოში სტანიცა ტატარტუპასტან შამილის რაზმების თავდასხმა სტანიცა ელხოტოვოს – თერგის მარცხენა ნაპირზე მოპირდაპირედ სტანიცა ზმეისკოის მახლობლად თერგის მჭიდრო დინების მცირე ყაბარდოს ქედის გავლით). 1867 წელს ვლადიკავკაზის ციხესიმაგრე გადაკეთდა ქალაქად.. 186 წელს ის გადააქციეს საოლქო ცენტრად, 1865 წელს კი შემოღებულ იქნა ოლქის უფროსისა და თერგის კაზაკების ნაწილის კაზაკობის ატამანის თანამდებობა.  
 «Бывалый «. Газета «Терские ведомости», 1911, № 71, 31 марта.
Владикавказ, 31 марта (Газета «Терские ведомости», 1911, № 71, 31 марта)

“დღეს ვლადიკავკაზი ზეიმობს მისი არსებობის 50 წელს, როგორც ქალაქი. დაიწყო რა თავისი არსებობა პატარა დასახლების სახით, ვლადიკავკაზი ვითარდებოდა თანდათან და დღეს თავს წარმოაჩენს, როგორც მოზრდილი ქალაქი, რომელიც არის მოზრდილი ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

კერძოდ ვლადიკავკაზი,  როგორც დასახლებული პუნქტი, აღმოცენდა უფრო ადრე: 1784 წელს კაავკასიის ხაზის საქართველოსთან შესაერთებლად თერგის ნაპირზე ინგუშური სოფლის ზაურის მახლობლად. რუსული ჯარების ნაწილებმა ააშენეს ციხესიმაგრე, რომელიც იწოდა ვლადიკავკაზად და შეიარაღებული იყო 12 ქვემეხით. ციხესიმაგრის გარშემო მალე დასახლდნენ მთებიდან დაშვებული ოსები. მაგრამ ოთხ წელიწადში ვლადიკავკაზი და სხვა სიმაგრეები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მიმოსვლას საქართველოსთან, მიტოვებულ იქნენ რუსი ჯარების მიერ და ყაბარდოელებისგან შევიწროებული ციხესიმაგრის გარშემო დასახლებული ოსები, გაბრუნდნენ უკანვე თავიანთ მთებში. 

1795 წელს საქართველოსთან მიმოსვლის უზრუნველყოფის სახით, ვლადიკავკაზი და სხვა სიმაგრებიც აღდგენილ იქნენ. 10 წლის გასვლის შემდეგ ციხესიმაგრის მახლობლად ისევ გამოჩნდნენ ოსები, დასახლდნენ განსაკუთრებულ აულში, რომელიც დღესაც არსებობს ქალაქის შემადგენლობაში. გასული ასწლეულის 20-იან წლებში ვლადიკავკაზის მახლობლად ჩამოყალიბდა სლობოდკა გადამდგარი დაბალი რანგის ჩინოვნიკებისა და რუსებისაგან.

შემდგომ ამისა თერგის მარცხენა ნაპირზე ციხესიმაგრის მოპირდაპირედ მოეწყო სამხედრო დასახლება, 1845 წელს გადაიქცა კაზაკურ სტანიცად, რომლის მაცხოვრებლები 1856 წელს განსახლდნენ სხვადასვა სტანიცებში. 1858 წელს ვლადიკავკაზი გარშემორტყმული იქნა ქვის კედლით.

1861 წლის 31 მარტს («Сборника сведений о Терской обл.» вып. Т 1878 г. მონაცემებით 1860 წლის 31 მარტი) ვლადიკავკაზი გარდაიქმნა ქალაქად, 1863 წელს კი ქალაქი გახდა ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

კავკასიის ომმა ძლიერ შეუშალა ხელი ვლადიკავკაზის ზრდას და იმხნის განმავლობაში მისი მოსახლეობა ნელ-ნელა იზრდებოდა. მაგრამ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, განსაკუთრებით ქალაქად გადაქცევიდან, მოსახლეობამ იწყო სწრაფი ზრდა.  
ქალაქის ზრდის შესახებ წარმოდგენა რომ შეგვექმნეს მოვიყვანთ ორ ციფრს – 1877 წლისათვის ვლადიკავკაზში იყო 23 766 მაცხოვრებელი (ჯარების გარეშე 17 493) 1910 წლისათვის კი 71 104. 

დღევანდელ დღეს პატარა ციხესიმაგრე წარმოადგენს დიდ კეთილმოწყობილ საოლქო ცენტრს, რომელშიც გარდა მრავალრიცხოვანი დაწყებითი სასწავლებლებისა, არის კაცთა და ორი ქალთა გიმნაზია, ორი რეალური სასწავლებელი, ქალთა პროგიმნაზია და სამასწავლებლო სემინარია, რამოდენიმე ბანკი, მრავალრიცხოვანი სავაჭრო დაწესებულება, ტრამვაი, თეატრი, ტელეფონი და სხვა.
ვუსურვოთ იუბილარს, რომ ის ამაზე არ გაჩერებულიყოს, არამედ გააგრძელოს სვლა შემდგომი განვითარებისაკენ. 
Газета «Терские ведомости», 1911, № 71, 31 марта.

 მოამზადა ა. სანდუხაძემ

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати