USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
მასაჩუსეტსის საჯარო ბიბლიოთეკები დაგვიანებული წიგნების სანაცვლოდ კატების ფოტოებს მიიღებენ
дата:  230
გადაწყვეტილება დაზიანებული წიგნების ჩაბარებაზეც ვრცელდება. ბიბლიოთეკები წლის ყოველ თვეს გარკვეულ თემატიკას არგებენ. 2024 წლის მარტი სწორედ კატებს ეძღვნებათ. პროექტის სახელწოდებაა March Meowness.
 
მკითხველები დაგვიანებული/დაზიანებული წიგნების მიტანისას ჯარიმისაგან თავის არიდებას კატების ფოტოებით, ნახატებით ან ჟურნალებიდან ამოჭრილი ნიმუშებით შეძლებენ. როგორც BBC წერს, პროექტის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ბიბლიოთეკებს ასობით შესაბამისი ფოტო დაუგროვდათ.
 
 "გვინდოდა, ფულადი ჯარიმის ჩასანაცვლებლად ორიგინალური სქემა მოგვეფიქრებინა. მკითხველებს წიგნების გატანა 2 თვის ვადით შეუძლიათ. ბევრ მათგანს დროულად დაბრუნება ხშირად ავიწყდება. მსგავსი ინიციატივა მათ პასუხისმგებლობებსაც შეახსენებს და უფრო სახალისოს გახდის მთელს პროცესს", - ამბობს მასაჩუსეტსის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ჯეისონ ჰომერი.
 
პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკებში კატების ფოტოებისა და ნახატების საჯარო გამოფენებიც ეწყობა. ამასთან, კვირაში ერთხელ მკითხველებს დიდ ეკრანებზე კატებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების ნახვაც უსასყიდლოდ შეუძლიათ.
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати