USD 2.7422
EUR 2.8856
RUB 2.5051
თბილისი
მართვის სტილი, რომელმაც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია
თარიღი:  1209

ელექტრონული კომერციის გიგანტი „ამაზონი“ მსოფლიოში  ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია 2019 წლის მონაცემებით. კორპორაციის წარმატება კი მისმა დამფუძნებელმა და დღემდე აღმასრულებელმა ლიდერმა,  ჯეფ ბეზოსმა, შექმნა თავდაუზოგავი შრომითა და  სლოგანით  „იმოქმედე დაუნდობლად“. სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, ბეზოსი მოიაზრება, როგორც ტექნოლოგიური ბიზნესის გავლენიანი ლიდერი  და ის საკუთარ თავს Philosopher –in-chief ს უწოდებს .

1994 წელს, როდესაც ელექტრონული კომერცია ჯერ კიდევ  „უცხო“,  მაგრამ განვითარებად ბიზნესად მოიაზრებოდა, ბეზოსმა წიგნების ონლაინ მაღზია „ამაზონი“ შექმნა. ელექტრონული კომერციისა და კლიენტის გამორჩეული კმაყოფილების  პიონერი,  მალე „ყველაფრის მაღაზიად“ გადაიქცა და მუდმივად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ბაზრის კაპიტალიზაციის, შემოსავლებისა და ბრენდის ღირებულების მიხედვით.

ცხადია, ასეთი წარმატება ლიდერის ხედვისა და ღირებულებების შედეგია. ჯეფ ბეზოსის ლიდერობის სტილი  ექსპერტების ხშირი კვლევის საგანია, ხშირად იწერება მის მკაცრ მმართველობით სტილზე, გამორჩეულად მაღალი შედეგების მოთხოვნაზე, კლიენტის კმაყოფილების „ამაზონისეულ“ სტილზე და სხვ.

"ამაზონის" წარმატება „ლიდერობის 14  პრინციპის“ შედეგია, რომლის ძირითადი მესიჯები შემდეგია: „მოიფიქრე და გაამარტივე“, „ იმოქმედე მიკერძოებულად“, „იყავი გაბედული“, „ არ დაეთანხმო მაგრამ დაეხმარე’ და სხვ. ბეზოსს მიაჩნია, რომ მთავარია ღირებულებების დაწესება საკუთარ თავთან, გუნდთან და შემდეგ კი მათი განუხრელად დაცვა.  „კარგი ლიდერი არის ის, ვინც  ხშირად არის მართალი და არა ყოველთვის“ - ამბობს ბეზოსი და დღემდე ფიქრობს, რომ თუ ლიდერის მოსაზრება  ყოველთვის „აბსოლუტურად სწორია“, უნდა დაფიქრდეს საკუთარ მიდგომებზე.

გთავაზობთ "ამაზონის" მართვის  ყველაზე საინტერესო მიდგომებს რომელიც  დამაფიქრებელია, ბევრ კითხვასაც აჩენს, თუმცა ადასტურებს- „ამაზონი“ ციფრული კომერციის ლიდერია!

  1. გაბედულობა, ინტერესი და კლიენტის უპირატესობა

„თუ არსებობს პრობლემა, არსებობს გამოსავალიც“- ამბობს ბეზოსი. გამბედაობა და ინტერესი აუცილებელია ახალი და საუკეთესო იდეების შექმნისთვის, ეს კი "ამაზონის" კულტურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საინტერესოა  „ცარიელი სკამის“ პრაქტიკაც  აღმასრულებელი მენეჯმენტის შეხვედრებზე, სადაც ცარიელი სკამი კლიენტისაა - ცარიელია, მაგრამ კლიენტს წარმოადგენს! მენეჯმენტმა  კლიენტის ინტერესები ნებისმიერ შეხვედრაზე უნდა გაითვალისწინოს და უნდა ახსოვდეს, რომ „კლიენტი ყველაზე მნიშნველოვანი პერსონაა შეხვედრებზე“ 

კლიენტებზე ზრუნვას ადასტურებს ბეზოსის პირადი მეილის საჯაროობაც - Jeff@amazon.com , რომელზეც ლიდერი დღემდე იღებს კლიენტებისგან მიღებულ  უკუკავშირს და დაუყოვნებელი რეაგირებისთვის შესაბამის აღამსრულებლებს უგზავნის.

  1. ჭკვიანურიდელეგირება და რისკის ჭკვიანურად მართვა

ბეზოსი ჭკვიანური დელეგირების „მიმდევარია“- თუ კოლეგის მოსაზრებას არ იზიარებს, დამაჯერებელი არგუმენტირების შემდეგ, იდეას დათანხმდება და შესრულებისთვის მხარდაჭერას გამოხატავს. მაგრამ აუცილებლად გააკონტროლებს შესრულების პროცესს, თუ იდეის  არგუმენტები დამაჯრებელად არ ჟღერდა, მაგრამ იდეის განხორციელების საშუალება მაინც მისცა კოლეგას.

  1. მონაცემების „დაუნდობლად“ გამოყენება

ბეზოსის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვებია „დაუნდობელი“ და „დაუნდობლად“. როგორც ცნობილია, "ამაზონი" საკუთარ   შედეგებს აანალიზებს 500 მიზანთან მიმართებაში, საიდანაც 80% კლიენტის კმაყოფილებას უკავშირდება. ამაზონმა მონაცემების დამუშავების უნიკალური გამოცდილება შექმნა - მომხმარებლის ინდივიდუალური კვლევა და შესაბამნისად, სხვა ბიზნესებისთვისაც ახალი სტანდარტი დააწესა- ინდივიდუალური  მომხმარებლის ქცევის ანალიზი. მაგალითისთვის: მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამაზონმა დაადგინა, რომ თუ კომპანიის რომელიმე პროდუქციის გვერდი  0.1 წამით გვიან ჩაიტვირთება, მომხარებლის აქტივობა 1% ით შემცირდება. შესაბამისად, ბეზოსმა და მისმა გუნდმა კომპანიის საიტის სწრაფ და გამართულ მუშაობას კოლოსალური დრო და რესურსი დაუთმეს.

  1. „ორი პიცის“ წესი

ბეზოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს შეხვედრებს, თუ ეს გარდაუვლად აუცილებელია. აუცილებელ შეხვედრებსაც თავისი წესი აქვს -„ორი პიცის წესი“, ანუ  შეხვედრის მონაწილეებს ორი პიცა უნდა ეყოს, თუ არა,  შეხვედრა არ შედგება!  ბეზოსს მიაჩნია, რომ შეხვედრები, სადაც ბევრი მონაწილეა, არაეფექტურია.

„ორი პიცის წესის“ გარდა, შეხვედრებზე და ზოგადად კომპანიაში, აკრძალულია  Power Point პრეზენტაციები. სანაცვლოდ, ბეზოსი მოითხოვს რომ შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარ იდეებზე ექვსგვერდიანი ნარატივი (ამასთანავე, აკრძალულია მოკლე ჩამონათვალიც, ე.წ bullet points) მოამზადონ, რომელსაც მონაწილეები შეხვედრის დაწყების პირველ წუთებში, სიჩუმეში წაიკითხავენ! რომ შევაჯამოთ, „ორი პიცის“ შეხვედრა გულისხმობს საჭირო ხალხის შეხვედრას კრეატიული და ანალიტიკური პროცესისთვის.

5„უცნობ პარტნიორთან“ თანამშრომლობა

„ამაზონის“ კულტურის კიდევ ერთი „თვისებაა“ ინოვაციის „უცნობ პარტნიორთან“ ერთად მართვა. რა თქმა უნდა, ეს მიდგომაც ბეზოსის მტკიცე მოსაზრებიდან შეიქმნა! ამ მიდგომის მიხედვით, მთავარია კომპანიის  ლიდერებმა მოუსმინონ კლიენტს და არა კონკურენტებს. „ თუ კონკურენტებს შეისწავლი, საკუთარს და ახალს ვერაფერს შექმნი“, ამბობს ბეზოსი და „ამაზონის“ ლიდერებისგან მოითხოვს მოუსმინონ მხოლოდ „უცნობ პარტნიორს“,  ანუ იფიქრონ, რა უნდა მომხმარებელს და არა რას აკეთებენ სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ „უცნობ პარტნიორთან“ თანამშრომლობამ ბევრი წარუმატებელი პროდუქტი შექმნა (მაგ: "ამაზონის" Fire smartphone) და კომპანიამ 170 მლნ დოლარიც იზარალა, "ამაზონის" ვებ სერვისები სწორედ ამ სტრატეგიის შედეგია!

  1. მუდმივად„პირველი დღე“

„ამაზონის“ წარმატების ყველაზე საინტერესო „მიზეზია“ მისი ლიდერის ხედვა- ბეზოსი ელექტრონული კომერციის გიგატნს კვლავ სტარტაპად მოიაზრებს და მართავს როგორც სტარტაპს! ამ მიდგომას კი „პირველი და მეორე დღე“ დაარქვა. აი, რას ნიშნავს „პირველი და მეორე დღე“ მიდგომით მართვა-ბეზოსის აზრით, კომპანიები ქმნიან უამრავ სისტემებს ფუნქციონირებისათვის, რაც ხელს უშლის ინოვაციას და მოქნილობას. „პირველი დღე“ კი ბეზოსისთვის სტარტაპის ეტაპია, როდესაც მცირეა ხარჯი, მაგრამ მზარდ მოგებაზე მუშაობს; „მეორე დღე“ - კი წარმატებული კომპანია! თუ სხვა გიგანტ კომპანიებში ნახავთ ჰამაკებს, უფასო კვებას, ბიზნეს კლასით ფრენასა და სხვ.  შეღავათებს, „ამაზონში“ მსგავსი არ არსებობს, რადგან მისი ლიდერისთვის ის კვლავ სტარტაპია, ჯერ „დღე მეორე“ არ დამდგარა!

„თუ შენი დნმ „მეორე დღეა“, ანუ სისტემები, პროცესები და სტრუქტურები, მაშინ სტარტაპის კულტურას, ინოვაციას და შექმნას ვეღარ დაუბრუნდები“ ამბობს ბეზოსი. „მეორე დღის“ მიმდევრად კი მოიაზრება Walmart, რომელიც ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ამაზონს და გახდეს ელექტრონული კომერციის ლიდერი.

წყარო: http://www.insource.ge/ge/node/417

 

მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.