USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Тбилиси
მარტში საქართველოს ტურიზმის შემოსავლებში რუსეთის წილი 20% იყო
дата:  542

მარტში საქართველოს ტურიზმის შემოსავლების 20% [25 მლნ აშშ დოლარი] რუსეთზე მოდიოდა. 2022 წლის მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან ჯამში 175 მლნ დოლარი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3%-ია. ეს კი პანდემიის შემდეგ ყველაზე მაღალი აღდგენის მაჩვენებელია.

"გალტ ენდ თაგარტის” ინფორმაციით, ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.

მიგრანტების ზუსტი რაოდენობა არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ეს მიგრანტები დამატებით შესაძლებლობას ქმნიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა ვაჭრობა, უძრავი ქონება, IT და ა.შ. და მათი გავლენა უკვე ასახულია გაზრდილ ფასებში უძრავი ქონების ბაზარზე.

მარტში ტურიზმის შემოსავლების 20% რუსეთზე მოდიოდა, შემდეგ მოდის ბელორუსი (17%), თურქეთი (9%), ისრაელი (9%) და ევროკავშირი (8%).

"საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი აღდგენის (85%) ალბათობა გაზრდილია", - აცხადებენ საინვესტიციო ბანკში.

რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, 2022 წლის მარტში საქართველოს 188 394 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 236.9%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 37%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 49% შეადგინა.

მარტში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთი ლიდერობდა (ჯამური რაოდენობის 22.5%), შემდეგ მოდის რუსეთი (12%) და სომხეთი (11.7%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელოარუსიდან, საუდის არაბეთიდან და უზბეკეთიდან ჩამოსვლის რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати