USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
მართლმადიდებლური სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს - შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი !!!
дата:  1274
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. (ეკლესია წმინდა გიორგი
ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს). 
 
წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა. 

   დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული. ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.   

   წმიდა გიორგის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 9 ივნისს დენი გაეთიშებათ

ქსელში გადართვების გამო 9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ელიას მთის, კვალეთის, ფშავის, წურწუმიას, რაზიკაშვილის, მთავარანგელოზის, ჟონეთის, ნიაბის, სათემოს, განთიადის, თეძამის, საინგილოს, შაქრიანის, ლადო მესხიშვილის, გოლოვნის, გუმბროს, ალადაშვილის, კონსტანტინე ერისთავის, რუისპირის, ნასაკირალის, ოძისის, ერევნის, ხივინის, ობსერვატორიის, სევანის, ბეღლეთის, კიკეთის, ბეთანიის, ბზიფის, კვესეთის, მახათას, ლიანა ასათიანის, სამრეკლოს, ასათიანის, დმანისის, სომხეთის, გედევანიშვილის, მარტყოფის, ნიკიფორე ირბახის, იუსტინე აბულაძის, მარინე თბილელის, კაიშაურის, ახალუბნის, ნაქერალას, ბოროდინის, ნასაკირალის, ლაგოდეხის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, გონაშვილის, დედოფლისწყაროს, ლადო მესხიშვილის, ცისკრის, ბადიაურის, ქურხულის, ახმეტის, ალიხანიანის, ფერიცვალების, ხერხეულიძის, თელავის, სევანის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას.   

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати