რეჟისორი მარტინ სკორსეზე იესო ქრისტეზე კიდევ ერთ ფილმს გადაიღებს.
სკორსეზემ ფილმის გადარების შესახებ ანონსი ვატიკანში, რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„რომის პაპი ხელოვნების მოღვაწეებისადმი მიმართავს ჩემთვის ერთადერთი ნაცნობი გზით გამოვეხმაურე - მოვიფიქრე იესოს შესახებ ფილმის სცენარი“, - განაცხადა სკორსეზემ და დასძინა, რომ გადაღებების დასაწყებად უკვე მზადაა.
სკორსეზემ სცენარზე მუშაობა პაპ ფრანცისკეს სიტყვების „ნება მოგვეცი იესო დავინახოთ“ შემდეგ დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია ფილმის სიუჟეტი და ის თუ ვინ შეასრულებს ქრისტეს როლს.
1988 წელს სკორსეზემ გადაიღო ფილმი „ქრისტეს ბოლო ცდუნება“, რომლის სცენარიც ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის რომანზე იყო დაფუძნებული.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.