USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო.
дата:  743
საბურთალოს რაიონის გამგეობამ მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო.
სამუშაოების ფარგლებში, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო ბალახის საფარი. ამასთან, საფეხმავლო ბილიკები მოეწყო, LED განათების ქსელი დამონტაჟდა და განთავსდა საპარკე ინვენტარი.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.
 
 
 
 
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати