USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Тбилиси
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
дата:  971

მარშალ გელოვანის გამზირისა და  მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა  დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს წარმოადგენს. ახალი, ორ კილომეტრნახევრიანი სიგრძის  ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა, ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, მარშალ გელოვანის გამზირს, კოლეჯ  „იკაროსის“ მიმდებარედ დაუკავშირდება.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი  გზა მოეწყობა, ასევე, გათვალისწინებულია საყრდენი კედლების, წყალამრიდების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობა.

ამ დროისთვის, გზის მშენებლობის მასშტაბური სამუშაოების პარალელურად, საპროექტო არეალში არსებული სტრატეგიული დანიშნულების წყალსადენის მილების ახალი ტრაექტორიით განთავსება მიმდინარეობს. საავტომობილო გზის გასწვრივ, ახლადმოწყობილი წყალსადენის 900, 1000 და 1200 მმ-იანი დიამეტრის მილები მოქმედ მილსადენებზე ერთდება. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებული საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის  ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით „ეს არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად იცვლება წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილები. კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი, მაღალი წნევის მილები დაამონტაჟა. რა თქმა უნდა,  გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა გზაზე მოძრაობის კუთხით, რადგან სამუშაოების გამო, გზის ნაწილის დაკეტვა მოგვიწია, მაგრამ ყველაფერი კეთდება ფუნდამენტურად, მილსადენების გამოცვლით, ისე, რომ ათეულ წლებს გაუძლოს.  აქ იყო მეწყერსაშიში ზონები, სადაც  გზის უსაფრთხო  ფუნქციონირებისთვის,  დამატებითი ზომები იქნა მიღებული.  სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩვენი ქალაქისთვის, ამ პროექტის სახით,  საშვილიშვილო საქმე კეთდება“

 

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати