USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
თარიღი:  706

მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც რეგიონში ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტი იმუშავებს 13 896 მ³/დღის წარმადობით და მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დაახლოებით 45 796 მოსახლეს მოემსახურება.

ახალი ინფრასტრუქტურა, გარემოსდაცვითი მოთხოვნების სრული დაცვით, უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს და ხელს შეუწყობს წყლის რესურსების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო მისი ჯამური ღირებულება 30 მილიონ ლარამდე შეადგენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა წარმოადგენს ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს წყლისა და წყალარინების სექტორში სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის