USD 2.7171
EUR 2.9516
RUB 2.7992
Тбилиси
მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - დაშავდა 7 ადამიანი , აქედან 4 მცირეწლოვანი
дата:  

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის საავტომობილო გზის კუმისის მონაკვეთზე. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს - რამდენიმე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. 

შემთხვევის ადგილას სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

область
კოკოითი - "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება.... გვაქვს პრეტენზიები. გუდაური და თრუსო ჩვენი ტერიტორიებია"

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი დებისა და ძმებისთვის ბოდიშის მოხდაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებამ გაახარა. ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიებზე პრეტენზიები აქვს".

"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არიან პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, იმიტომ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია", - განაცხადა კოკოითმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати