USD 2.7349
EUR 3.0984
RUB 3.4347
Тбилиси
მარკო რუბიო: საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა
дата:  594

ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული დახარჯული დოლარი და ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ზომად სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს - ან უფრო უსაფრთხოს და ძლიერს გახდის ჩვენს ქვეყანას, ან უფრო მდიდარს. ამ სამიდან ერთ მიზანს მაინც უნდა აღწევდეს, იდეალურად კი სამივეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

რუბიომ უპასუხა კონგრესის დემოკრატი სენატორების კრიტიკას USAID-ის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით.

„არსებობს საშინელი რაღაცები, რაც ხდება პლანეტაზე. ამერიკას თითოეული მათგანის მოგვარება არ შეუძლია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფოკუსირება იმ სფეროებზე, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავ დავრჩებით საგარეო ჰუმანიტარული დახმარების უდიდეს მიმწოდებლებად ამ პლანეტაზე. დღევანდელი ბიუჯეტის გათვალისწინებითაც კი, აშშ კვლავ იმაზე მეტს დახარჯავს საერთაშორისო დახმარებაზე, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ჯამში. უახლოესი ქვეყანა ჩვენთან ამ მხრივ გერმანიაა და ახლაც კი ჩვენზე გაცილებით უკან არის.

მაგრამ საგარეო დახმარება ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს მიმართული. უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას მიაღწევს. დიახ, ჩვენ გავაუქმეთ კონტრაქტები USAID-ში. ზოგი სულელური და აღმაშფოთებელი, ზოგი კი არ ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს. ზოგი კონტრაქტი კი შევინარჩუნეთ და მათ სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში ვაქცევთ. იმიტომ რომ გვსურს, რომ ისინი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელსაწყოთა ბერკეტების ნაწილად ვაქციოთ.

საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. ამიტომ, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ჩვენ დავეხმარებით ქვეყნებს საკვებით, დავეხმარებით განვითარებაში და დავეხმარებით თავდაცვაში. მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი საელჩოებისა და რეგიონული ბიუროების ძალისხმევით“, - განაცხადა რუბიომ.

მან ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის მნიშვნელობას და ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ის საკითხები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის საელჩო და USAID-ი აკეთებდნენ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ხშირ შემთხვევაში USAID-ის პროგრამები ძირს უთხრიდა საელჩოს მისიებს.

„მე არ ვარ პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელსაც უნდოდა USAID-ისა და საგარეო დახმარების სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში მოქცევა. მე უბრალოდ პირველი ვარ, ვისაც ეს გამოუვიდა“, - დასძინა რუბიომ.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 29 მაისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის  მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, დიდუბის  მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაგრატიონის, ზუგდიდის, ბათუმის, ცემის, ფოთის, კედიას, ევდოშვილის, სოხუმის, ფიფიას, სტანისლავსკის, თევდორე მღვდლის, სამტრედიის, წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის, მირცხულავას, ბაღის, წყალტუბოს, აგლაძის, კარალეთის, გუდაუთის, გოგოლაურის,  გაფრინდაშვილის, გვეტაძის, ელიავას, დიდუბის, ხოშარაულის, ქუთაისის, ბარათაშვილის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, აგლაძის, ბაქრაძის, დიდუბის, გუდაუთის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, წერეთლის გამზირის (ნაწილონრივ), სტანისლავსკის და  ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების  IV, V ქუჩების, ლორთქიფანიძის, აზა ადამიას, თოიძის, ჭიჭინაძის და ნატო გიორგაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IX კვარტლის და ჯავახეთის ქუჩის  მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო  ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფიევას, მეფე  ლუარსაბ პირველის და ვირსალაძაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати