USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
მარკო რუბიო: ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის დასმა შეუძლია, დონალდ ტრამპია - ევროპას უკრაინაში ომის დასრულების არანაირი გეგმა არ აქვს
дата:  622

ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის დასმა შეუძლია, დონალდ ტრამპია, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა „ეი ბი სი ნიუსთან“. მარკო რუბიოს თქმით, თეთრი სახლის ლიდერი პუტინთან ურთიერთობისას თავის ინსტინქტებს და გამოცდილებას ეყრდნობა და არ სურს მასთან მტრული ენით საუბარი.

რაც შეეხება პროცესში ევროპის მონაწილეობას, ამერიკის პირველი დიპლომატის თქმით, ევროპელებს ომის დასრულების გეგმა არ აქვთ.

„ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის მიყვანაა, ერთადერთი ადამიანი კი დედამიწის ზურგზე ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, დონალდ ტრამპია. ის ამას ვერ გააკეთებს მტრული რიტორიკით და ლანძღვით. პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებს თავისი ინსტინქტებითა და გარიგებების დადების მრავალწლიანი გამოცდილებით.

რაც შეეხება ევროპას, მათ უკრაინაში ომის დასრულების არანაირი გეგმა არ აქვთ. მე ვკითხე მათ საგარეო საქმეთა მინისტრებს როცა შევხვდი - მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ დასრულდება ეს? - მათ უმრავლესობას გეგმა არ აქვს. ზოგმა თქვა: მოდით, მათ ბრძოლის კიდევ ერთი წელი მივცეთ. სიკვდილისა და ნგრევის კიდევ ერთი წლის შემდეგ, პუტინი შეიძლება მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. ეს ჩემთვის კარგი გეგმა არ არის და ეს ნამდვილად არ არის გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპია თანახმა“, - განაცხადა რუბიომ.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати