აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გვატემალაში ამერიკელ დიპლომატებს განუცხადა, რომ აშშ უარს არ ამბობს საგარეო დახმარებაზე, მაგრამ მისი თქმით, „ეს არის ყველაზე ნაკლებად პოპულარული რამ, რაზეც მთავრობა ხარჯავს ფულს და ისე უნდა განხორციელდეს, რომ მთავრობას შეეძლოს მისი დაცვა“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ საგარეო დახმარების მიწოდებას და პროგრამებში მონაწილეობას, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომლის დაცვას შევძლებთ. ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომლის ახსნას შევძლებთ. ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომლის გამართლებას შევძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვუქმნით საფრთხეს საგარეო დახმარებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.