USD 2.6925
EUR 3.1575
RUB 3.2717
Тбилиси
მარკო რუბიო: არ მაინტერესებს რას ამბობს გაერო, გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს - ვენესუელა ნარკოტიკების გავრცელების მთავარი წყაროა
дата:  335

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა გავრცელებული ცნობები, რომელთა მიხედვითაც, ვენესუელა ნარკოტიკების გავრცელებაში არ მონაწილეობს.

მან აღნიშნულ ინფორმაციას „ყალბი“ უწოდა და ხაზი გაუსვა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს როლს ნარკოტრაფიკში.

„ვენესუელა ნარკოტიკების გავრცელების მთავარი წყაროა. ბევრ ანგარიშს ვხედავ ამის შესახებ და ეს ყალბი ანგარიშებია. ანგარიშებში ნათქვამია, რომ ვენესუელა ნარკოვაჭრობაში არ მონაწილეობს, რადგან გაერო ამბობს, რომ არ მონაწილეობს... არ მაინტერესებს რას ამბობს გაერო. გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს. მადუროს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის დიდმა ნაფიცმა მსაჯულებმა წარუდგინეს. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დამატებითი ბრალდება გამოქვეყნდა, რომელიც დეტალურად აღწერს მადუროს ქმედებებს. ასე რომ, პირველ რიგში - ეჭვი არავის შეეპაროს - ის, ნიკოლას მადურო, შეერთებულ შტატებში ნარკოტრაფიკისთვის არის ბრალდებული და ის ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი პირია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

Тбилиси
პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39ა კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ მისამართზე რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნებიც.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი, ქაოსური იყო. არ არსებობდა საპარკინგე ადგილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, დამონტაჟდა ლედ განათებები, დაირგო ხე-მცენარეები. ამ პროექტზე არ ვჩერდებით, ვგეგმავთ იოსებიძის ქუჩაზე არსებული სივრცეების განახლება-მოწესრიგებასაც. მოსახლეობას დავპირდით, რომ იქაც კეთილმოეწყობა ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეკრეაციულ სივრცეში ასევე მოეწყო სატრენაჟორო ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 232 000 ლარია. სამუშაობი გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა.
ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати