USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
მარკო რუბიო - მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულად განწყობილი
Date:  689

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიომ აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის გეგმები, შეხვდნენ რუს მაღალჩინოსნებს საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში, პირველი ნაბიჯია დასადგენად, არის თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სერიოზულად განწყობილი.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ბოლო ზარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „მოქმედება უნდა მოჰყვეს“ .

" მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა ეს სერიოზული“, - განაცხადა რუბიომ CBS-ის ეთერში შესაბამის კითხვაზე პასუხად.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გუშინდელ საუბართან დაკავშირებით, რომელიც, რუბიოს თქმით, მიზნად ისახავდა კომუნიკაციის ღია არხის შექმნას.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way