USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
მარკო რუბიო - USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაუქმებთ
дата:  920

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მთავრობა USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად აუქმებს.

მისი თქმით, 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისე, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა.

„6 კვირიანი განხილვის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5200 კონტრაქტმა, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა კიდეც) შეერთებული შტატების მთავარ ეროვნულ ინტერესებს“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განმარტებით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება.

„კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამები (დაახლოებით 1000), რომელსაც ვინარჩუნებთ, უფრო ეფექტურად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, - აცხადებს რუბიო.

ის მადლობას უხდის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელმაც „დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა ამ დიდი ხნის დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати