აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანს თვეში ასზე მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია, ხოლო იგივე რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო შეიარაღება ერთ თვეში ექვსი ან შვიდი ერთეულის სახით იწარმოება.
„სხვადასხვა შეფასებებით, ისინი [ირანელები] თვეში ასზე მეტ რაკეტას აწარმოებენ. შეადარეთ ეს რიცხვი ერთ თვეში წარმოებულ ექვს ან შვიდ გადამჭერ რაკეტასთან. მათ ერთ თვეში ასეულობით ასეთი რაკეტის შექმნა შეუძლიათ. აღარ ვსაუბრობ ათასობით დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც აგრეთვე მათ აქვთ“, - განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ირანელები ასეთ რაკეტებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სანქციების ქვეშ იყვნენ.
„თქვენ ხედავთ მათ თავდასხმებს. ისინი უტევენ აეროპორტებს, სასტუმროებს. ისინი თავს ესხმიან არა მხოლოდ სამხედრო ბაზებს; ისინი პირდაპირ უმიზნებენ ჩვენს საელჩოებს. ისინი უტევენ ობიექტებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ომთან ან სამხედროებთან“, - დასძინა მან.